ფიბა, საქართველოსგან მეტს ელის...
ფიბა, საქართველოსგან მეტს ელის...
27.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევრობასკეტი-2022-ის ბოლო საკვალიფიკაციო ფანჯრების დასრულების შემდეგ ფიბა-მ თებერვლის თვის შეფასებების შკალა გამოაქვეყნა. გუნდები, ტრადიციულად, ლათინური ალფავიტის A-დან F-მდე შეაფასეს. ამ შკალის მიხედვით არიან გუნდები, რომლებმაც A+ დაიმსახურეს. მაგალითად, თურქეთი, სერბეთი, დიდი ბრიტანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა. ფიბა-ს გადაწყვეტილებით, F-ში ის გუნდები (მაგალითად, ლატვია) აღმოჩნდნენ, რომლებმაც კვალიფიკაციის „ტესტი ჩააგდეს", ეტაპი ვერ გაიარეს.


გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, თებერვლის თვის ორივე თამაში წააგო, ჩვენ C შეფასება მოგვანიჭეს. თუმცა, ალბათ, ცოტა, რომ გაგვმართლებოდა ფინეთთან, რომელსაც A დაუწერეს, ჩვენ დიდი ალბათობით, სწორედ, ამ ნაკრებთან ერთად, თანაბარი შეფასება გვექნებოდა.


თბილისური „ბაბლის" შემდგე, რომელშიც ილიას ზუროსის გუნდს მთელი რიგი კალათბურთელები აკლდა და უშუალოდ თამაშების დღეს, ლეგიონერიც გამოაკლდა, შეფასებისას ფიბა-მ შემდეგი მითითება დაწერა:


„საქართველოსთვის არ იყო საუკეთესო ფანჯარა, მაგრამ მათ, თებერვლამდე 4-0 ჰქონდათ შეფარდება და გარანტირებული ბილეთი ფინალურ რაუნდში. ასე, რომ ეს მსოფლიოში მათდამი პატივისცემას იმსახურებს. თუმცა,  -26 და -8 ქულა სერბეთისა და ფინეთის წინააღმდეგ, არ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ C-ზე მეტი დაგვეწერა. ვწუხვართ".




სერბეთის შეფასებაზე, აქ არ შევჩერდებით. ფიბა-ს გარეშეც, საკუთარი თვალის ვიხილეთ, რა შეუძლია იგორ კოკოშკოვის გუნდს, რომელის ევრობასკეტამდე, ფიბა-ს ანალიტიკოსებს შორის ორიდან, ერთ-ერთი ფავორიტი მწვრთნელია.


ბოლო, სანაკრებო ფანჯრის დაწყებამდე, ფიბა-მ, თემაზე მომუშავე სპეციალისტებში, გემახსოვრებათ, მოთელვა ჩაატარა. მაშინ, ყველაზე დიდ იმედგაცრუებად, გამოკითხულები, ფიბა ევრობასკეტი 2022-ზე, თურქეთისა და ლიეტუვას არგასვლას ასახელებდნენ.


ბოლო ფანჯრების დროს, თურქეთს, როგორც უკვე გითხარით A+ ერგო და ფიბა-ს შემდეგი კომენტარი:


„თურქეთმა დაიწყო 0-3-დან და დაასრულა 3-0. თურქეთი ბოლო 2 თამაშის მანძილზე დომინირებდა. მათ ჰყავთ 18 წლის მოთამაშე, რომელიც თავს ისე გრძნობს, თითქოს ლიდერად არის დაბადებული. თურქეთს, ჰყავს შეინ ლარკინი. ისინი დაბრუნდნენ, როგორც საკვალიფიკაციოს საუკეთესო გუნდი. მათ მიიღეს A+ და ცხრილის სათავეში აღმოჩნდნენ, მაგრამ უნდა გაიგონ, რომ მთავარ ტურნირზე, მათგან უფრო მეტს ველით".   


ლიეტუვა, იყო ბოლო გუნდი, რომელმაც ევრობასკეტი 2022-ის საგზური მოიპოვა. „ის სტრესული გარემო, რომელიც, დანიასთან მატჩის ბოლო წამებამდე ბრძოლაში აისახა, ამ ბიჭების ხასიათს გამოწვრთნის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2021 წელი არც ისე დიდი დროა და კალათბურთის თამაში ახლა ყველას შეუძლია. არა მხოლოდ, ფიბა ევროვასკეტის გამარჯვებულებს".


რთულია, არ დაეთანხმო, კალათბურთის მმართველ ორგანოს, რომელმაც საერთო ჯამში, ფიბა-მ ევროპის 32-ვე გუნდი, თებერვლის სათამაშო ფანჯრის მიხედვით შეაფასა, დააჯგუფა, ახლა,  მარტის ბოლოს ელის, როდესაც ფიბა ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა გაიმართება.


და ბოლოს, ვიდრე ილიას ზუროსის გუნდს, ბევრი ძლიერი ევროპული გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიბა-ს თებერვლის „ბაბლში" ადგილობრივი ჩემპიონატის გამოცდილი კალათბურთელების ხარჯზე მოუხდა თამაში და ნაკრების ქართულ ლეგიონს, ჩვენი ახალგაზრდა ტალანტები სხვადასხვა მიზეზთა გამო აკლდა, ფიბა-მ ბოლო „ბაბლის" 10 საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენიც დაასახელა, რომელთა შორისაც, ამ ეტაპზე ქართველი არ არის, თუმცა, თბილისური „ბაბლის" ერთი მონაწილე, 20 წლის ფილიპ პეტრუშევი მოხვდა. თან ისე, რომ ამ ტოპ ათეულს, სათავეშიც კი ჩაუდგა.