იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
22.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს რაგბის კავშირის გარშემო, კვლავ გაურკვევლობაა. მას შემდეგ, რაც 2020 წლის 30 დეკემბერს, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, მას კი,  საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი უთხრა, არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა არასაკმარის კვორუმის გამო, ქართული სარაგბო ოჯახი, კვლავ დილემის წინაშე დადგა.

მოგვიანებით, რაგბის კავშირმა, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გამგეობამ ახალი კრება მოიწვია, რომელიც ორ დღეში, 2021 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, 2021 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა იოსებ ტყემალაძე, რომელიც 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. რომელთა შორის არიან:

1.       სარაგბო კლუბი ბათუმი

2.       რაგბის კლუბი აია

3.       სარაგბო კლუბი დინამო

4.       რაგბის კლუბი ლელო

5.       რაგბის კლუბი ს.ტ.უ ყოჩები

6.       ქუთაისის რაგბის კლუბი ბაგრატი

7.       რაგბის კლუბი არესი

8.       ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირი - არწივები

9.       სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი ტაო

10.   რაგბის კლუბი ყაზბეგი

11.   რაგბის კლუბი კახეთი

12.   სარაგბო კლუბი ფირალები

13.   წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანება - დინოზავრი

14.   სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება ჭიათურის რაგბის სპორტული სკოლა

15.   ვანის მუნიციპალიტეტის არასემეწარმოე (არაკომერციული) იურიდიული პირი სარაგბო კლუბი აიეტი

16.   ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება

17.   სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება - რაგბის სასპორტო სკოლა - ფოთის კოლხი რაინდები

18.   სპორტული სარაგბო კლუბი იუნკერები

19.   შპს სარაგბო კლუბი პონტო

20.   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი

21.   რაგბის მოყვარულთა კლუბი დევები

22.   ბორჯომის სასპორტო სკოლა

23.   რაგბის კლუბი წიქარა

24.   რაშები

ჩვენი ინფორმაციით, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, წინასაარჩევნო პროგრამით სხვადასხვა თაობის მორაგბეებს ხვდება. ტყემალაძეს მიაჩნია, რომ რაგბის კავშირის მენეჯმენტი, ვერ აჰყვა განვითარების იმ რიტმს, რაც მოედანზე მოქმედმა სპორტსმენებმა მოახერხეს უმოკლეს დროში მოეხერხებინათ. ის მზადაა, ქართული რაგბის საკეთილდღეოდ, ყველა მოსაზრება მოისმინოს და გაითვალისწინოს. თუმცა, ამისთვის, იოსებ ტყემალაძე, ჯერ რაგბის კავშირის პრეზიდენტად უნდა აირჩიონ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია, ხვალ, 23 თებერვალს იწურება.


ასევე იხილეთ რაგბის კავშირის განცხადება