ევრობასკეტი 2022-ის ყველა მონაწილე ცნობილია
ევრობასკეტი 2022-ის ყველა მონაწილე ცნობილია
22.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუნჰენში, ფიბა ევროპას, შტაბ-ბინაში დღეს, „ევრობასკეტ 2022"-ის ფინალური ეტაპზე, ყველა მონაწილე გუნდის შესახებ, ოფიციალურად განაცხადეს. ბოლო სათამაშო ფანჯრის დროს კი, ასეთი 7 ადგილი იყო, რომელთაგან ორი, თბილისური „ბაბლის" დროს გათამაშდა, სადაც ევრობასკეტი 2022-ისთვის დარჩენილი საგზურების მაძიებელ 2 გუნდს, სერბეთსა და ფინეთს, საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდა. თან განახევრებული შემადგენლობით და „ბაბლის" პირველ მატჩში დაშავებული, ნატურალიზებული კალათბურთელით.


ამის თაობაზე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, მატჩის შემგომ პრეს-კონფერენციაზეც განაცხადა. მე-6 მოთამაშეს, კი ორი მარცხისთვის, რომელიც რეალურად არაფერს ცვლიდა, „ევრობასკეტი 2022"-ის მასპინძელი საქართველოსთვის, ბოდიში ბექა ბურჯანაძემ მოიხადა.




„ჩვენ გვყავდა ახალი ამერიკელი. იცით, რომ ძნელია, მოსვლა და ეგრევე თამაშში ჩართვა. თან, ისე ეთამაშა, როგორც ეს, თად მაკფადენმა გააკეთა პირველი ფანჯრის დროს. ამას დაემატა ისიც მან მიიღო ტრავმა და ვერ დაგვეხმარა. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ფანჯარაში გვაკლდა კაპიტანი თოკო შენგელია,  გვაკლდა ბითაძე, რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე, ანდრონიკაშვილი, მამუკელაშვილი. ვიმედოვნებ, რომ არის ბევრი მოთამაშე, რომლებსაც დავინახავთ უახლოეს მომავალში. ამავდროულად, ყველა იმ მოთამაშემ, რომელიც უკვე არის გუნდში, უნდა იმუშაოს ძალიან მონდომებით, რათა ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავდეს შემდეგი თამაშების დროს", - ამბობს ილიას ზუროსი.


ბუნებრივია, „დაქაჩული" 19 ქულა, მაქსიმუმზე მოთამაშე ქართული სუპერლიგის კალათბურთელები და დრო, რომელიც არ გვეყო, მატჩის თუნდაც ოვერტაიმში გადასაყვანად, ფინეთთან თამაშში, დიდი არაფერი ნუგეშია. თუნდაც, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ამ შეხვედრის დროს, ფინეთმაც მშვენივრად იცოდა, რომ ფინალური ეტაპის საგზური ჯიბეში ედო და ისიც, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, დიდად თავს აღარ იკლავდა. თუმცა, ის, რომ ჩვენს საკალათბურთო ჩემპიონატში მონაწილე კალათბურთელები, საკმაოდ ძლიერ ლეგიონერებთან ერთად, მოკლე დროში საერთო ენას ნახულობენ, უკვე დასაფასებელია.




„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ქომაგებს და გულშემატკივრებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არ იყვნენ დარბაზში კარგად ნაცნობი მიზეზების გამო, მაგრამ,  ყველა მათგანი ვინც ტელევიზიის გვიყურებდა და გვგულშემატკივრობდა, მინდა, ბოდიში მოვუხადო, საერთო „პერფორმანსისთვის" არა მარტო დღევანდელ თამაშზე, არამედ, წინა, სერბეთთან თამაშისთვისაც, პირადად ჩემგან. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ თამაშებს უკეთესად ჩავატარებთ და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე, ყელაფერი უკეთ იქნება და შემდეგ, უკვე ევრობასკეტზე", - ამბობს ბექა ბურჯანაძე.


ასეა თუ ისე, ფინეთიც და სერბეთიც, „ევრობასკეტი 2022"-ის ფინალურ ეტაპზე, თბილისის გავლით მოხვდნენ. ამ ჯგუფიდან, საქართველოსთან ერთად, რომელმაც ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა, როგორც მასპინძელი ამის გარეშეც მშვიდად ელოდება ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაწყებას, რომლის მასპინძელიც თავად არის.


აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო ფანჯრის წინ, საკალათბურთო ექსპერტები, ყველაზე მეტად თურქეთისა და ლიეტუვას ბედზე ფიქრობდნენ, რადგან ერთსაც და მეორესაც ბოლო ფანჯრებში მაქსიმალურის გაკეთება უწევდა, თანაც ისე, რომ სხვას ფეხი უნდა დასცდენოდა.  ბოლო სათამაშო დღის შემდეგ კი, „ევრობასკეტი 2022"-ის  საგზურები, საბოლოოდ გაიფორმეს 14 ქვეყნის წარმომადგენლებმა: ბელგია, ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, დიდი  ბრიტანეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნიდერლანდები, რუსეთი, სერბეთი და თურქეთი. ისინი,  ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე იმ ქვეყნების, რიცხვს შეუერთდნენ, რომლებმაც აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობის უფლება 2020 წლის ნოემბრის ფანჯრის დროს მოიპოვეს (ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი, სლოვენია, ესპანეთი, უკრაინა)  და ან, ჩემპიონატის თანა-მასპინძელი ქვეყნები (ჩეხეთი, გერმანია, საქართველო, იტალია) არიან.






აღსანიშნავია, რომ  „ევრობასკეტ 2022"-ზე, რომელიც 2022 წლის 1-18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, ოთხი ისეთი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2017 წლის გათამაშების ფინალურ ეტაზე არ ყოფილა. მაგალითად, ბულგარეთისთვის, რომელსაც 2011 წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე გასვლას ვერ ახერხებდა.  რაც შეეხება, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ესტონეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს, ისინი 2015 წლის შემდეგ კვლავ, დაუბრუნდნენ ფინალური ეტაპის გათამაშებას.


მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიის ნაკრები, ფიბა-ს მოქმედი ევროპის ჩემპიონია და ის ავტომატურად იყო, აღნიშნული გათამაშების ფინალური ეტაპის პირველი მონაწილე, გუნდმა 2020 წლის ნოემბრის ფანჯარაში ვადაზე ადრე, მოახერხა „ევრობასკეტი 2022"-ის საგზურის მოპოვება. სლოვენიამ, თავის მხრივ ახალი რეკორდიც კი დაამყარა და მთავარ ფორუმზე მოსახვედრად, ზედიზედ მე-14 ტურნირი ჩაამთავრა წარმატებულად.




მომავლ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის. მესამედ, ჩემპიონატის მასპინძელი, ერთბაშად 4 ქვეყანა იქნება. 2015 და 2017 წლებში, ამ სახით პროექტმა გაამართა და წარმატებულიც იყო. 2022 წელს, ოთხ მასპინძელ  ქვეყანას შორის, შეგახსენებთ, რომ საქართველოც არის.


ამ დროისთვის უცნობია, თუ სად და როდის გაიმართება ევროპის ჩემპიონატის წილისყრა. თუმცა, გუნდებისთვის, რომლებმაც, „ევრობასკეტი 2022" წლის კვალიფიკაცია ვერ გაიარეს, ახლა ფიბა-ს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე წინა-საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოუწევთ ასპარეზობის დაწყება. აღნიშნული ტურნირის წილისყრა კი, 2021 წლის აგვისტოში გაიმართება.