მაყურებლის გარეშე, თუმცა, ფუტსალის ლიგამ სტარტი აიღო
მაყურებლის გარეშე, თუმცა, ფუტსალის ლიგამ სტარტი აიღო
20.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისის ოლიმპიური სასახლის B დარბაზში, სტარტი აიღო  საქართველოს ფუტსალის ლიგის 2021 წლის სეზონის გათამაშებამ. სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით,  ახალ სეზონში მონაწილეობას 6 კლუბი მიიღებს. რეგულარული სეზონი სამ წრედ ჩატარდება, ფლეი-ოფში ასპარეზობის უფლებას კი, ოთხი საუკეთესო გუნდი მიიღებს.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გათამაშებას, ორი დებიუტანტი ჰყავს, პსპ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლებიც უმაღლეს დივიზიონში პირველად იასპარეზებენ.


გათამაშების პირველივე წრეში, დებიუტანტი გუნდები ფუტსალის ლიგის სხვადასხვა წლის გამარჯვებულებს დაეჯახნენ. „კსუ", ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და ტიტულოვან გუნდს, „თელასს" შეხვდა და 3-1 დამარცხდა.  აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში პირველი გოლი „კსუ"-ელებმა გაიტანეს (მაისაია 0-1, ჯვარაშვილი 1-1, ექიზაშვილი (2) 2-1, 3-1).


ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს შეხვდა, ლიგის მეორე დებიუტანტი „პსპ". მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შეხვედრაში ანგარიში თსუ-მ გახსნა, შეხვედრის საწყის ეტაპზე, მოქმედ ჩემპიონებს, დებიუტანტთან საკმაოდ მოუხდათ ჭიდაობა, რაზეც, გოლების სტატისტიკაც (სილაგავა 1-0, გოგოჩაიშვილი 1-1, ჩიმაკაძე 2-1, ლომიძე 2-2, სილაგავა 3-2, ჩიმაკაძე 4-2, სილაგავა 5-2, ასლანი 6-2) მეტყველებს. თუმცა, „თსუ"-ს საბოლოოდ არ დასჭირვებია გამარჯვება, 6-2.


დღის პირველ შეხვედრაში კი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში,  "ილიაუნი", ანგარიშით 2-3 "თბილისთან" დამარცხდა.


მომდევნო ტური 24 იანვარს ჩატარდება და გუნდები შემდეგი თანმიმდევრობით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს:


13:00 პსპ - თბილისი
​15:00 კსუ - ილიაუნი
17:00 ​თსუ - თელასი


კორონა ვირუსის პანდემიის გამო ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.




სფფ-ს ფოტო