AIPS-ი ავღანეთში ორი მოკლული სპორტული ჟურნალისტის შესახებ ავრცელებს ცნობას
AIPS-ი ავღანეთში ორი მოკლული სპორტული ჟურნალისტის შესახებ ავრცელებს ცნობას
20.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით ბოლო ორი თვის მანძილზე ქაბულში მოკლული ჟურნალისტებს შორის 2 AIPS-ის წევრია. ამის შესახებ, ინფორმაცია AIPS-მა 2021 წლის 19 იანვარს გამოაქვეყნა და სტატიაში ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ავღანეთში ჟურნალისტები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. შესაბამისად სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ, კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირებისკენ.


2020 წლის ნოემბრიდან დღემდე, მოკლულ ჟურნალისტებს შორის, ერთ-ერთი, 33 წლის ელია დაიი არის,  რომელიც რადიო თავისუფლებისთვის მუშაობდა და ავღანეთის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (ASJF) წევრი იყო. დაიი, 2020 წლის ნოემბერში ჰელმანდის პროვინციაში საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.


ამ შემთხვევიდან, დაახლოებით 1 თვის შემდეგ, 10 დეკემბერს, ნანგრხარში, ასევე სპორტული ჟურნალისტი, 26 წლის მალალა მაივანდი მოკლეს. ჟურნალისტი ქალი უცნობმა მებრძოლებმა სამსახურში გზად მიმავალი მოკლეს. საინტერესოა, რომ 5 წლით ადრე, მალალას დედა, რომელიც ცნობილი აქტივისტი იყო, დღემდე უცნობი მებრძოლების მსხვერპლი გახდა.


სპორტული ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია, ავღანურ  Free Media Watch-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ავღანეთში, 2019 წელთან შედარებით მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების რიცხვმა, 2020 წლის მანძილზე საგრძნობლად მოიმატა. მხოლოდ, ამ წლის მანძილზე 11 ჟურნალისტი მოკლეს. საერთო ჯამში კი, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ჟურნალისტებზე თავდასხმის 130 შემთხვევა დააფიქსირა.



ფოტო @aipsmedia.com

#AIPS #Afghan #journalism #inconstantdanger