ტრადიციულ საკალათბურთო ტურნირზე პირველი ლიდერები გამოიკვეთნენ
ტრადიციულ საკალათბურთო ტურნირზე პირველი ლიდერები გამოიკვეთნენ
20.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორიას სახელობის მემორიალის 2021 წლის გათამაშებაზე, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის თამაშები იყო.


დღის პირველ მატჩის, ერთმანეთს C ჯგუფის წარმომადგენლები თსუ და „ორბი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი თსუ-ს უპირატესობით წარიმართა და ჯგუფის პირველი შეხვედრაც მათი გამარჯვებით, 67-91 დასრულდა.  „ორბისთვის" კი ეს, მეორე მარცხი იყო ჯგუფში, შესაბამისად გუნდი, მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა. ახლა, C ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე, გამსვლელი გუნდის ვინაობას თსუ-სა და „ოლიმპს" შორის ხვალინდელი მატჩი გაარკვევ, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ხვალ, 21 იანვარს, 15:30 დაიწყება.


საინტერესოდ დაძაბული გამოდგა დღევანდელი დღის მეორე შეხვედრა „კაკტუსსა" და „მეგას" შორის. მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ჟღენტის შეგირდები თამაშის საწყის წუთებზე დაწინაურდნენ, „მეგამ" სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ტაიმით ერთბურთიანი სხვაობით მოიგო. თუმცა, „კაკტუსმა" მესამე მეოთხედში მოახერხა ოდნავ წინ გასვლა და მცირედი უპირატესობის, მატჩის ბოლომდე შენარჩუნება.  „კაკტუსმა" 87-77 გაიმარჯვა და ახლა, „მეგას"  მსგავსად,  D ჯგუფის სატურნირო ცხრილში 1 გამარჯვება აქვს ჩაწერილი. თუმცა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ხვალ,  ცხუმ-აფხაზეთთან გამარჯვების შემთხვევაში, მემორიალის შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი აქვს. ეს დაპირისპირება ოლიმპიურ სასახლეში, ხვალ, 13:45 დაიწყება.


„ვერამ" 14-ქულიანი სხვაობით დაამარცხა „რუსთავი", 84-70 და ორი გამარჯვებით A ჯგუფის ლიდერია. ამ ჯგუფის ბოლო შეხვედრა, „ტიტებსა" და „რუსთავს" შორის ხვალ, 11:00 დაიწყება.


ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, კი, რომელშიც თბილისის „დინამო" და „მგზავრები" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 17:45 წუთზე აიღებს სტარტს. ამ მომენტისთვის კი, B ჯგუფს ორი გამარჯვებით „ქუთაისი" ლიდერობს, რომელმაც დღეს, „მგზავრები" დაძაბულ ბრძოლაში 73-79 დაამარცხა.


სატურნირო ცხრილი



კალათბურთის ფედერაციის ფოტო