„დინამო თბილისმა“ დღეიდან თურქული შეკრება დაიწყო
„დინამო თბილისმა“ დღეიდან თურქული შეკრება დაიწყო
20.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, გამთენიისას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთში, „დინამო თბილისი"  2021 წლის ახალი სეზონის მოსამზადებელი ციკლის მეორე ეტაპის გასავლელად, თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა.


კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, დინამოელები ბელექში, სასტუმრო Spice Hotel & Spa- ში დაბინავდნენ და რამდენიმე საათში, მსუბუქად ივარჯიშებენ კიდეც. თურქულ შეკრებაზე, გია ნემსაძის მეთვალყურეობის ქვეშ, 25 ფეხბურთელი იმყოფება და 3 კვირის მანძილზე, მინიმუმ 5 ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას.


მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე

მცველები:დავით კობოური, ვიქტორ მონხილი, საიმონ ბენიო, ნოდარ იაშვილი, საბა ხვადაგიანი, თორნიკე ძოწენიძე, ფაბიან სპორკსლეიდი

ნახევარმცველები: ბაქარ, ქარდავა, გიორგი პაპავა, აკაკი შულაია, გიორგი კუცია, ფილიპ ორშულა, ანზორ მექვაბიშვილი, ლევან წოწონავა,  გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე, ნოდარ ლომინაძე

თავდამსხმელები: კარლოს კასტრო, გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ზორან მარუშიჩი, ჯადული იობაშვილი


სამწუხაროდ, ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრა ლევან ხარაბაძე. თუმცა, კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ხარაბაძე, რომელმაც მხარი დაიზიანა და ამ ეტაპზე თბილისში აგრძელებს მკურნალობას, „დინამო თბილისს" თურქულ შეკრებაზე მოგვიანებით შეუერთდება.

როგორც აღვნიშნეთ, „დინამო თბილისი" თურქეთის ზამთრის შეკრებაზე 5 სპარინგს გამართავს:

23 იანვარი - „რადნიკი" სერბეთი

26 იანვარი - „ნაპრედაკი" სერბეთი

29 იანვარი - „ კოლორი" უკრაინა

1 თებერვალი - „დინამო კიევი"

8 თებერვალი  - „სოჭი" რუსეთი


დღესვე, „დინამო თბილისმა" ოფიციალურად განაცხადა, კლუბიდან კიდევ სამი ფეხბურთელის ბრაზილიელი პერნამბუკოს, დავით სხირტლაძის და ირაკლი ბუღრიძის წასვლის შესახებ. აქედან, აღსანიშნავია, რომ ბუღრიძე, სატრანსფერო შეთანხმების საფუძველზე, რაც ქართულ კლუბებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისია, კარიერას გორის „დილაში" გააგრძელებს.


#preseason2021 #FCDT