მამუკელაშვილი ლიდერთან მატჩში საუკეთესო იყო
მამუკელაშვილი ლიდერთან მატჩში საუკეთესო იყო
20.01.2021
ავტორი: ი.პ.

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი დიდებული თამაში, ამჯერად კონფერენციის ლიდერთან. ქართველი ფორვარდი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო "სეტონ ჰოლისა" და "ვილანოვას" მატჩში, რომელიც ამ უკანასკნელის მოედანზე გაიმართა. დაძაბული და დრამატული შეხვედრა ვილანოვას ორქულიანი გამარჯვებით - 76:74 დასრულდა. ვილანოველი "უაილდქეთსი" Big East-ის კონფერენციის ერთადრთ დაუმარცხებელ გუნდად და შესაბამისად, ლიდერად დარჩა.


მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 38 წუთი გაატარა. სანდრომ 8-დან 5 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა მატჩში უმეტესი - 23 ქულა მოაგროვა, რასაც 9 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. პასივში მამუკელაშვილს 7 დაკარგვა ჰქონდა. მის გუნდში 19 ქულით ჯარედ როდენი გამოირჩა, ხოლო გამარჯვებულთაგან 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო ჯერმეინ სამუელსი გახდა, ხოლო 22 ქულით ბომბარდირობა კოლინ ჟილესპიმ ითავა. 


6 მოგებითა და 3 მარცხით 11 გუნდიან კონფერენციაში სეტონ ჰოლი მესამე ადგილზეა. ვილანოვა კი 4-დან 4 გამარჯვებით ლიდერობს. შემდეგ მატჩში, 23 იანვარს, მამუკელაშვილის გუნდი "ბატლერს" უმასპინძლებს.