თბილისში, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალმა აიღო სტარტი
თბილისში, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალმა აიღო სტარტი
18.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო, კალათბურთში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალურმა ტურნირმა. შეჯიბრი, რომელიც, 2006 წლიდან ტარდება, 18-24 იანვარის ჩათვლით გაიმართება და მე-16-ედ გამოავლენს გამარჯვებულს. აღნიშნული მემორიალის მოქმედი ჩემპიონი საკალათბურთო კლუბი „რუსთავია", რომელმაც ფინალში „კაკტუსი" დაამარცხა.


წლევანდელ გათამაშებაში 12 გუნდი მონაწილეობს. მათ შორის, სუპერლიგის 10 გუნდი და ორი "ა" ლიგის წარმომადგენელი - „ორბი" და „მეგა". გათამაშების ფორმატით, მონაწილეები 4 ჯგუფში, სუპერლიგის მიმდინარე შედეგებით გადანაწილდნენ. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში დებულების გათვალისწინებით დაწყვილდება. ნახევარფინალებში გამარჯვებული გუნდები სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.


ჯგუფური ეტაპის მატჩები  18, 20 და 21 იანვარს გაიმართება,  ნახევარფინალები 22 იანვარს,  ხოლო ფინალი 24 იანვარს.

A ჯგუფი:  ვერა, ტიტები, რუსთავი

B ჯგუფი: ქუთაისი, დინამო, მგზავრები

C ჯგუფი: ოლიმპი, ორბი, თსუ

D ჯგუფი: მეგა, აფხაზეთი, კაკტუსი


დღეს, მემორიალის პირველი შევედრები გაიმართა. პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, ჯგუფებში ვერა, ქუთაისი, ოლიმპი და მეგა დაწინაურდნენ.

18 იანვარი

ოლიმპი - ორბი 93-50

ცხუმ-აფხაზეთი - მეგა 79-84

ტიტები - ვერა 78-85

ქუთაისი - დინამო 92-75

20 იანვარი

ორბი - თსუ

კაკტუსი - მეგა

ვერა - რუსთავი

მგზავრები - ქუთაისი

21 იანვარი

რუსთავი - ტიტები

ცხუმ-აფხაზეთი - კაკტუსი

თსუ - ოლიმპი

დინამო - მგზავრები


ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის მატჩების  პირდაპირი ტრანსლაციის (ვიდეო ლაივ-სტრიმი) ხილვა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე, წარმოდგენილ ბმულზე ➥gbf.ge/livestream შეგეძლებათ.


კალათბურთის ფედერაციის ფოტო