21 წლის ტატო გრიგალაშვილი „დოჰა მასტერსის“ გამარჯვებულია
21 წლის ტატო გრიგალაშვილი „დოჰა მასტერსის“ გამარჯვებულია
12.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კატარში მიმდინარე „დოჰა მასტერსზე" საქართველოს ნაკრების წევრმა 81კგ-მდე წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.


ტატო გრიგალაშვილი და ფრანკ დე  ვიტი ერთმანეთს 2019 წელს, ბაქოს გრანდ სლემის 1/16 ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და იმ, ორთაბრძოლის გამარჯვებულიც სწორედ ქართველი ძიუდოისტი იყო. ამ ჯერადაც, ტატო გრიგალაშვილმა უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და ჯერ ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ კი, მეტოქე იპონით დაამარცხა.


გამომდინარე იქიდან, რომ გრიგალაშვილი, „დოჰა მასტერსზე" განთესილ სპორტსმენებს შორის იყო, ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო და ფინალამდე 4 ბრძოლა ჩაატარა. თავდაპირველად, ქართველმა ძიუდოისტმა გამოცდილი ატილა უნგვარი დამატებით დროში დაამარცხა. პირველი ორთაბრძოლისგან განსხვავებით, რომელიც, ცოტა მძიმედ წარიმართა ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენისთვის, სრულიად უპრობლემო გამოდგა მეორე სპარინგი. გრიგალაშვილმა იტალიელი ანტონიო ესპოზიტო 35 წამში, იპონით დაამარცხა. დღევანდელი დღის, რიგით მესამე დაპირისპირებაში, ტატო რუს ალან ხუბეტსოვი დაამარცხა და ½ ფინალში, კორეელს სპორტსმენს ლის დაუპირისპირდა, რომელიც სუფთა გამარჯვებით სძლია.


2021 წლის მეორე საასპარეზო დღეს კი, მასტერსზე 3 ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა. სამწუხაროდ, 73კგ-მდე წონით კატეგორიაში, პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ლაშა შავდათუაშვილი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც ვერ აიღო. თუმცა, ძიუდოს ქართველი ქომაგები და სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩენილ ტურნირებზე, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მარტის ბოლოს თბილისში გაიმართება, შავდათუაშვილს აქვს შანსი ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები დაირიცხოს.


არ გაუმართლა არც 81კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძეს, რომელიც ასპარეზობას, შავდათუაშვილის მსგავსად, საწყის ეტაპზე გამოეთიშა. თუმცა, მომდევნო ბრძოლაში, მისი დამჩაგვრელი მონღოლეთის წარმომადგენელი სეიდ მოლაევი, ავსტრალიის სახელით მოასპარეზე ქისტმა შამილ ბორჩაშვილმა გამოთიშა ასპარეზობას.


„დოჰა მასტერსის" ბოლო საასპარეზო დღეს, სამ წონით კატეგორიაში, 6 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური,

-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი,

+100კგ - გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი


შეგახსენებთ, რომ IJF-ის 2021 წლის პირველ ტურნირში კატარში 15-მა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა.


ასევე იხილეთ