ცრუ განგაში და გაცდენილი სავარჯიშო დრო
ცრუ განგაში და გაცდენილი სავარჯიშო დრო
26.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთში ესპოოს „მეტრო არენაზე" 25 ნოემბერს, მეორედ ივარჯიშა. თუმცა, ჩვენები განრიგით ვერ „წავიდნენ" ვინაიდან,  დილის 11 საათზე დაგეგმილი ვარჯიში გაუქმდა. მიზეზი თად მაკფადენი იყო, რომელსაც COVID19-ზე ტესტის პასუხმა დადებითი პასუხი აჩვენა.


საინტერესო ისაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელ უკანახაზელს კორონავირუსი გადატანილი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ ესპანურ კლუბ "ბურგოსში" არაერთი ტესტიც ჩაიტარა და მატჩებიც ითამაშა. თუმცა, 24 ნოემბერს ჩატარებულმა ტესტმა დადები პასუხი ჩვენა. ამის გამო, მაკფადენს ორი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კი ერთი ვარჯიში გაუცდა.


25 ნოემბერს, მაკფადენს, განმეორებით ჩაუტარეს ტესტი, თუმცა, მის პასუხამდე, საქართველოს ნაკრები, სასტუმროში,  კარანტინის მკაცრ პირობებში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ "ბაბლის" ორგანიზატორი ფიბა არის, COVID 19-თან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას ადგილობრივი, ამ შემთხვევაში ფინეთის შესაბამისი სამედიცინო უწყება იღებს. საქართველოს ნაკრებს, ვარჯიშის უფლება საღამოს, მას შემდეგ დართეს, რაც გაირკვა, პირველადი ტესტის ხარვეზი და  მაკფადენის განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითი მოვიდოდა. მიუხედავად ამისა, 25 ნოემბერს,  ილიას ზუროსის გუნდმა ნატურალიზებული ამერიკელის გარეშე ივარჯიშა.


მთელი ამ პერიოდის მანძილზე,  საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მჭიდრო კომუნიკაციაში იყო ფინეთში საქართველოს საელჩოსთან და გაწეული, მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, დიდ მადლობას უხდის ფინეთში საქართველოს ელჩს მალხაზ კაკაბაძეს და დესპანს თორნიკე ნოზაძეს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, ფინეთში იმყოფება, სადაც „ევრობაკსეტი 2022"-ის, საკვალიფიკაციო ჯგუფის ორ შეხვედრას გამართავს. 28 ნოემბერს, ჩვენი კალათბურთელები, მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდებიან, 30-ში კი, შვეიცარიის ნაკრებს შეხვდებიან.