R.I.P დიეგო არმანდო მარადონა
R.I.P დიეგო არმანდო მარადონა
25.11.2020
ავტორი: თ.ჯ.

ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში, დღეს გულის შეტევით გარდაიცვალა.  არგენტინელს, მიმდინარე წლის ნოემბერში მძიმე ოპერაციის გადატანა მოხდა, რის შემდეგაც მას ალკოჰოლზე დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ უწევდა მკურნალობა.


ალბათ, ზედმეტია იმის წერა, თუ ვინ იყო დიეგო არმანდო მარადონა, თუმცა, მაინც გავიხსენოთ არგენტინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, რომელიც 1986 წელს, მუნდიალის საუკეთესო გუნდის კაპიტანი იყო. სხვათა შორის იმ წელს, დიეგო არმანდომ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოლის ავტორობაც ჩაითვალა სათვალავში, რომელსაც მოგვიანებით „ღმერთის ხელი"-ს გოლის სახელით მოიხსენიებენ.


არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ფეხბურთელმა 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაატანა. საერთო ჯამში, ის მსოფლიოს 4 ჩემპიონატზე იყო წარმოდგენილი თავის გუნდთან ერთად. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ის „ბარსელონასა" და „ნაპოლის" ღირსებას იცავდა და იტალიურ კლუბთან ერთად, სერია A, ორჯერ აქვს მოგებული.


90-იან წლებში, მარადონას ტესტმა ეფედრინზე დადებითი პასუხი აჩვენა და ამის შემდეგ, ფეხბურთელის და ნარკოტიკების თემა, ერთმანეთისგან განუყოფელი გახდა. 1991 წელს ფეხბურთელს 15 თვიანი ბანიც კი დაადეს ნარკოდამოკიდებულების გამო. პროფესიულ ფეხბურთს, მარადონა, მხოლოდ 37 წლის ასაკში, 1997 წელს დაუბრუნდა, არგენტინულ „ბოკა ხუნიორსში". 21-ე საუკუნეში კი მწვრთნელი კარიერა გადაწყვიტა ესინჯა და 2008 წლიდან, ვიდრე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალს წააგებდა გერმანიის წინააღმდეგ.


მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ, საფეხბურთო ცხოვრებასთან ერთად, ფეხბურთის არგენტინელი მეფის სახელი ხშირად ეხვეოდა სკანდალებში, ის იყო დიეგო არმანდო მარადონა, ლეგენდა, რომელიც ალბათ, კიდევ გავა წლები და იქნება დავა, მარადონა უფრო „მაგარია" თუ პელე და ალბათ, ახალ უკვე მესიც...


„უდიდესი გულისტკივილია ჩვენი ლეგენდის გარდაცვალება. შენ ყოველთვის იქნები ჩვენს გულებში", - ნათქვამია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ტვიტერის გვერდზე.