ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
20.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, პრაღაში, ძიუდოში, ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეა. ქართველები, სამ წონით კატეგორიაში იქნებიან წარმოდგენილები: -90კგ ბექა ღვინიაშვილი, -100კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი, +100კგ  წონით კატეგორიაში კი ორი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი იქნებიან წარმოდგენილები. ასპარეზობის დასკვნით დღემდე, კი ჩვენი ნაკრები ლიდერია.


დღეს,  საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი ტატო გრიგალაშვილი 2020 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა. ტატომ, რომელიც -81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ჯამში ხუთი ორთაბრძოლის მოგება შეძლო, ფინალურ დაპირისპირებაში კი,  ბულგარეთის წარმომადგენელი ივაილო ივანოვი დაამარცხა.


ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ლუკა მაისურაძე (-81) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


ასპარეზობის პირველი დღე, წარუმატებელი გამოდგა ჩვენი სპორტსმენებისთვის. კორონა ვირუსის პანდემიის შემდეგ, აღდგენილ საერთაშორისო ტურნირებში, პირველად მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ქალმა ძიუდოისტებმა.


ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა (-52კგ) ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ მამადალიევასთან  მახრჩობელათი მოიგო. თუმცა, ამის შემდეგ, მეორე შეხვედრაში დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.


ჩემპიონატს გამოეთიშა ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), მოგვიანებით კი,  ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ).


ვაჟა მარგველაშვილმა (-66კ) ევროპის ჩემპიონატზე პირველ წრეში რუსი მიხაილ პულიაევი დაამარცხა. მეორე შეხვედრაში მან, რუმინელი ძიუდოისტი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც დამატებით დროში, უკვე ფრანგი ძიუდოისტი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. სამწუხაროდ, ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა ისრაელის წარმომადგენელთან ტალ ფლიკერთან და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა. თუმცა, ქართველს არც იქ გაუმართლა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო და საბოლოოდ, მხოლოდ, მეხუთე ადგილზე გავიდა.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60კგ- ლუხუმ ჩხვიმიანი,

-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი,

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი,

-81კგ - ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე,

-90კგ - ბექა ღვინიაშვილი,

-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი,

+100კგ - გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი,

-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი,

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი.ც