COVID-19-მა ელიგის განრიგი კვლავ შეცვალა
COVID-19-მა ელიგის განრიგი კვლავ შეცვალა
26.10.2020
ავტორი: თ.ჯ.


რამდენიმე წუთის წინ, ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა, ასევე საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა" და ქუთაისის „ტორპედომ" მე-14 ტურის თამაშის გადადების შესახებ გააკეთეს განცხადება.


„COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეიცვალა კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრების განრიგი.


  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მატჩს, ლოკომოტივი - დინამო თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს.
  • 26 ოქტომბერს დაგეგმილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დაპირისპირება დინამო ბათუმსა და თბილისის ლოკომოტივს შორის, 26 ნოემბერს გაიმართება.
  • 28 ოქტომბერს დინამო თბილისსა და ქუთაისის ტორპედოს შორის გასამართი ქართული დერბი ასევე გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.
  • ტორპედოსა და დინამო ბათუმის შეხვედრა, 3 ნოემბრის ნაცვლად, 8 ნოემბერს გაიმართება.


ცვლილებებია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კალენდარშიც.


28 ოქტომბერს დაგეგმილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩი, შევარდენი 1906-ს და შუქურას შორის 25 ნოემბერს გაიმართება.


რაც შეეხება რუსთავი - შუქურას დაპირისპირებას, 4 ნოემბრის ნაცვლად, შეხვედრა 8 ნოემბერს ჩაინიშნა.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.


პარალელურად „დინამო თბილისიც" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს თამაშის გადადები შესახებ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ:


„COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეიცვალა ეროვნული ლიგის რამდენიმე შეხვედრის განრიგი, მათ შორის - დინამოსა და ტორპედოს შორის გასამართი მატჩის თარიღი და აღნიშნული შეხვედრა 26 ნოემბერს დაინიშნა.  დინამოში ბოლოს აღებული ტესტებით მთლიან შემადგენლობას და სტაფს ნეგატიური პასუხი მოუვიდა. გუნდი განაგრძობს სრული დატვირთვით ვარჯიშს", - ნათქვამია განცხადებაში.


ჩვენი გვერდი შეეცადა გარეკვია ცოტა მეტი და გაცნობებთ, რომ „ლოკომოტივი" - „დინამო თბილისის" მატჩის გადადების მიზეზი, თამაშამდე კარგა ხნით ადრე, „ლოკომოტივის" სამწვრთნელო შტაბში, თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე, გამოვლენილი 2 შემთხვევა იყო. თუმცა, რამდენიმე განმეორებითი ტესტის ჩატარების შემდეგ, კლუბში სხვა არც ერთ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელსა თუ სხვა პერსონალს შორის, შემთხვევა არ დადასტურებულა.


„ლოკომოტივი" - ბათუმის „დინამოს" თამაშის გადადების მიზეზი, აჭარაში არსებულ ეპიდსიტუაციას და კლუბში მომუშავე პერსონალის დაინფიცირებას.


რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს", ისევე როგორც ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, საქართველოს ფეხბურთს ისტორიაში, რანგით მეორე კლუბმა საკუთარ გვერდზე დაადასტურა კლუბში კორონა ვირუსის შემთხვევების არსებობის ფაქტი:


„28 ოქტომბერს ტორპედოსა და დინამოს შორის გასამართი ქართული დერბი გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა. ვადასტურებთ, რომ ტორპედოში მომუშავე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე გადაიდო ტორპედოსა და დინამო ბათუმის შეხვედრაც - ის 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.


აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნული ლიგის მე-14 ტური დაიწყოს. თბილისში, „სამტრედიამ", მიხეილ მესხზე, შეხვედრის ბოლო წუთებზე გატანილი 11-მეტრიანით „ჩიხურას" დამარცხება მინიმალური ანგარიშით 0-1 მოახერხა.


დღეს, ამ ტურის ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც „მერანი" გორის „დილას" დაუპირისპირდება.