ჩვენ ვიცით რა ფეხბურთს თამაშობს „გრანადა“ და „ლოკოს“ ამ სეზონში 3 მწვრთნელი ჰყავდა
ჩვენ ვიცით რა ფეხბურთს თამაშობს „გრანადა“ და „ლოკოს“ ამ სეზონში 3 მწვრთნელი ჰყავდა
24.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


როგორ უკვე გითხარით, ცოტა ხნის წინ, თბილისის „ლოკომოტივმა" გრანადაში, ხვალინდელი ასპარეზობის ადგილას ბოლო ვარჯიში ჩაატარა. მინდორს, გარემოს და პუმა-ს ბურთს, გვინდა გვჯეროდეს, რომ ონდავ მაინც შეეჩვია. ლოკომოტიველთა ვარჯიშამდე კი, გიორგი ჭიაბრიშვილის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც კორონა ვირუსის პანდემიის გამო, მხოლოდ ქართველი ჟურნალისტები დავესწარით. ბუნებრივია, აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდით, „ლოკომოტივს', რომელმაც ამ ძნელბედობის ჟამს, ქართული მედიის 8 წარმომადგენლის ესპანეთში წაყვანა გადაწყვიტა და მოახერხა.


რაც შეეხევა ჭიაბრიშვილის პრესკონფერენციას, რამდენიმე დეტალს გამოვყოფთ:

თვალყურს ვადევნებ ლა ლიგას და ვიცი, რომ გრანადა ძლიერი გუნდია. ფურცელზე ბევრად უფრო ძლიერ გინდია და უპირატესობა გრანადას აქვს და დანარჩენი გააჩნია. წინა თამაშებშიც,  ჩვენ მოწინააღმდეგეები უპირობო ლიდერები იყვნენ მაგრამ მოხდა რაც მოხდა.

ცარიელი სტადიონი ჩვენი პლუსია. ჩვეულებრივი მომენტია ჩვენთვის.

გრანადას ეშინოდეს რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დასაკარგი არ გვაქვს. იმათთვის წნეხია, ჩვენთვის არა. ჩვენთან შიში არაა. თუ ფეხბურთელს გეშინია, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ფეხბურთის თამაშს.

კარგად ვიცით, მათ რა თამაში აქვთ. ლა ლიგას საქართველოში სულ ვუყურებთ.

ამ სეზონში ლოკომოტივს 3 მწვრთნელი ჰყავდა და აქედან გამომდინარე, ძნელია გაიგონ რა შეგვიძლია.

ეს არის ძალიან მაგარი ტესტი, ვნახოთ, რა შეგვიძლია.

ასეთი თამაშებით განებივრებული არ ვართ და შეგიძლია თუ არ შეგიძლია უნდა ითამაშო...


გრანადაში, „ლოკომოტივის" 21 ფეხბურთელი ჰყავს წამოყვანილი: მამარადშვილი, შეროზია, გაბაძე, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, ჭანტურია, გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, უბილავა, შონია, ძებნიაური, სამურკასოვი, იმრანი, დარცმელია, ქველაძე, თ. კირკიტაძე, კობახიძე, სიხარულიძე, გავაშელიშვილი, იაკობიძე, შეყილაძე.


ხვალ, 24 სექტემბერს, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 დაიწყება.


იხილეთ ვარჯიშის და გუნდის გრანადაში ჩამოსვლის ალბომბეი:

ჩამოსვლა: https://bit.ly/3cnKXuX

ვარჯიში: https://bit.ly/3kJsDzm


სპეციალურად გრანადადან