სროლა რაგბის კავშირი
სროლა რაგბის კავშირი
16.09.2020
ავტორი: თ.ჯ.

ქართული მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რაგბის კავშირი მომხდარი ინციდენტის შესახებ. ამავე წყაროების ინფორმაციით, სროლის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი. მომხდარი ფაქტი დაადასტურა საქართველოს რაგბის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა.


საზოგადოებრივი არხისთვის გაკეთებულ კომენტარში, გოგებაშვილმა განაცხადა, რომ: „დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი. ის ფეხშია დაჭრილი. გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოხდა პოლიციის გამოძახება და რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი თანამშრომლობს პოლიციასთან", - აღნიშნა თორნიკე გოგებაშვილმა. ეს კაცი მოვიდა შემთხვევით. არანაირი კავშირი არ ჰქონია. სავარაუდოდ ვიღაცასთან რაღაც პირადი დაპირისპირება ჰქონდა და ამ დაპირისპირებას შეესწრო აღნიშნული პირი. დანარჩენი მე თვითონაც არ ვიცი. ჭრილობა მიყენებული აქვს ფეხში და სავარაუდოდ გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა.


რაგბის კავშირში აღნიშნავენ, რომ მომხდარი სხდომასთან დაკავშირებული არ ყოფილა. მისივე ცნობით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს თანამშრომლების გამოკითხვა. ჯერ დაკავებული არავინ არის.