უელსელები დარდობენ, რომ საკუთარ მოედანზე არ უწევთ თამაში
უელსელები დარდობენ, რომ საკუთარ მოედანზე არ უწევთ თამაში
16.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე, საქართველოს ჩემპიონის, „დინამო თბილისის" მომავალი მეტოქის მწვრთნელი, რამდენიმე საათის წინ, ქონას ქი ნომედსის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც მომავალი მეტოქის ვინაობა გაიგო, მათ ქართული კლუბის თამაშებს გადახედეს. იციან, რომ გუნდში ახალი სამწვრთნელო შტაბია. ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ, ეს გადაწყვეტილება უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ალბანურ „ტირანასთან" მარცხის შემდეგ მიიღო და ისიც, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბით, „დინამო თბილისმა" ბოლო შაბათ-კვირას, მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, საქართველოს ჩემპიონატზე, ბათუმის „დინამოს" წინააღდეგ.


„საფეხბურთო კლუბი ეს არის ჩემი პირველი მცდელობა, ამ რანგის ტურნირზე ვუხელმძღვანელო გუნდს. აბსოლუტურად განსხვავებული გამოწვევაა ადგილობრივ ჩემპიონატსა და ევროპულ ტურნირს შორის. ჩვენ უელსს წარმოვადგენთ ამ ტურნირზე და საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. საოცარი საერთაშორისო ისტორიის მქონე გუნდს ვეთამაშებით და . ჩვენ ვითვალისწინებთ ამ გარემოებებსა და გამოწვევებს", -  ამბობს, ენდრიუ მორისონი, მთავარი მწვრთნელი.


გუნდში, რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს, და ისეც, ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ არისო. ისიც კიო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საშინაო თამაშად ითვლება, ჩვენს სტადიონზე მაინც არ გვიწევს თამაშიო. თუმცა, უელსური კლუბის მთავარ მწვრთნელს იმედი აქვს საკუთარი გუნდის მოთამაშეების ხასიათის და ბრძოლისუნარიანობის.


„ხალხს ექნება შეკითხვები. ზოგჯერ შეიძლება შედეგი ვერ აჩვენო, მაგრამ შენი მოთამაშეების შესახებ შეიტყო ბევრი საჭირო ინფორმაცია. ჩვენ ეს გაგვიკეთებია ბევრჯერ და ვეცდებით, ამ თამაშიც მაქსიმალურად ვაჩვენოთ, ჩვენი ეს თვისებები. ჩემმა მოთამაშეებმა იციან, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ეს არის ფეხბურთი. მათ იციან, რომ თბილისური გუნდი, მათთვის გამოწვევაა", - ამბობს ენდი მორისონი.


ჩვენის მხრივ, კი დავამატებთ, რომ უელსელთა მწვრთნელს ვეთანხმები იმ მოსაზრებაში, რომ ფეხბურთი თამაშია. მართლაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, აქ გაერთიანებულ სამეფოშიც კი, გვახსოვს, რომ ცრემლების არა თუ მოსკოვს, აქაც არ სჯერათ.


შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „ქონას ქი ნომედსისა" და „დინამო თბილისს" შორის, ხვალ 17 სექტემბერს, ადგილობრივი დროით, 18:00 საათზე გაიმართება.