სტამბოლის შემდეგ 2032 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პრეტენზიას ყატარი აცხადებს
სტამბოლის შემდეგ 2032 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პრეტენზიას ყატარი აცხადებს
28.07.2020
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ყატარის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) 2032 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარების სურვილი წერილობით აცნობა.


ყატარის გარდა, ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობის მასპინძლობის სურვილი  აქვთ ავსტრალიას, გერმანიას, ინდოეთს, ინდონეზიას და ჩინეთს. ასევე განიხილება სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ერთობლივი განაცხადის შესაძლებლობაც.


თამაშების მიმართ შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ინტერესს მიესალმება IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი: „თამაშებამდე 12 წლით ადრე, 2032 წლის ოლიმპიური თამაშებისადმი გამოხატული დიდი ინტერესით ბედნიერები ვართ IOC-ში. ჩვენ წამოვიწყეთ დიალოგი დაინტერესებულ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებსა და IOC-ის სპეციალურ კომისიას შორის. მივესალმებით დიალოგში ყატარის შემოერთებას."


ყატარი 2016 და 2020 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილსაც გამოთქვამდა, რომელთა ჩატარების პატივი შემდგომში შესაბამისად რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს დარჩათ.