ქართველთა გოლებით მოგებული ევროპა
ქართველთა გოლებით მოგებული ევროპა
10.07.2020
ავტორი: გიორგი გულბანი

60 წლის წინ სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, გივი ჩოხელი დ ზაურ კალოევი ევროპის ჩემპიონები გახდნენ


ფეხბურთში ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალური მატჩიდან დღეს, 10 ივლისს,  ზუსტად 60 წელი გავიდა და ჩემი რწმენით, ეს დღე ქართული ფეხბურთისთვისაც ისტორიული თარიღია. ამ დღეს, ოქროს მედალოსნები და ტურნირის გამორჩეული მოთამაშეები, ჩვენი ფეხბურთელები გახდნენ.


ვინც არ იცის - კონტინენტის საუკეთესო ნაკრების ტიტულისთვის გადამწყვეტი მატჩი, პარიზის „პარკ დე პრენსზე" შედგა. ერთმანეთს კი, საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.  სსრკ-ს მთავარმა საფეხბურთო გუნდმა, შეხვედრა დამატებით დროში, 2-1 მოიგო.


ანგარიში ბალკანელებმა გახსნეს, თუმცა სლავა მეტრეველის გოლით, ანგარიში 1-1 გახდა, ხოლო, დამატებით დროში, მიხეილ მესხის ტექნიკური გარღვევისა და ასეთივე უბადლო ჩაწოდების შემდეგ საბჭოთა კავშირის ნაკრებმა გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა.


ფინალში, სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი იყო - მცველი გივი ჩოხელი, რომელიც ლეგენდარულ შემტევებთან, მესხთან და მეტრეველთან ერთად, ნაკრების შეუცვლელ წევრად ითვლებოდა. განაცხადში, ასევე იყო თბილისის დინამოელი, ზაურ კალოევი...


სწორედ, ამიტომ ვფიქრობ, მათ ხსოვნას და სახელის დიდებას ცოტა მეტი ყურადღება, სითბო და დაფასება სჭირდება...


#გვახსოვს