„ლოკომ“ ლიდერობა შეინარჩუნა
„ლოკომ“ ლიდერობა შეინარჩუნა
26.06.2020
ავტორი: თ.ჯ.


ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშების მესამე ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე. თბილისის „ლოკომოტივი" რომელიც ამ ტურის შემდეგაც გათამაშების სატურნირო ცხრილის სათავეშია, დედაქალაქის კიდევ ერთ წარმომადგენელს „მერანს" შეხვდა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.


შეხვედრის შემდეგ, გამოცდილმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა შეხვედრა შეაფასა: „მძიმე დასაწყისს ველოდით. ამდენი ხნის პაუზის შემდეგ, გუნდმა პირველად ითამაშა და ფეხბურთელები ჯერ სასურველ კონდიციაში არ არიან. ის თამაში რომ ვაჩვენოთ, რასაც გუნდი იყო მიჩვეული, ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება.

 

უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, გვინდოდა უფრო მეტი ე.წ. „ზურგს უკან გახსნები" და სწორედ, ამიტომ გავაკეთეთ ორმაგი ცვლილება და მოედანზე რეზი ინჯგია და თორნიკე კირკიტაძე შემოვიყვანეთ. მათ თამაში გაამწვავეს, მაგრამ გუნდს არ ეყო ძალა, მატჩი მოგებით რომ დაგვესრულებინა. ბოლოს გადავრჩით, მაგრამ ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო მომენტი იყო და ასეთი რამ ხშირად ხდება.

 

წინ რთული მატჩები გველის და მომზადებას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ. თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს გეგმას. ფეხბურთელებისთვის ახლა ზედმეტი დატვირთვების მიცემა არ შეიძლება. სათამაშო პრაქტიკა გუნდს კონდიციას აუმაღლებს და ჩვენც ამისკენ მივდივართ."


ამ ტურში კიდევ  2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი:

27 ივნისს გორში „დილა" „სამტრედიას", ხოლო 28 ივნისს, ქუთაისში „ტორპედო", „ჩიხურას" უმასპინძლებს.


სატურნირო ცხრილი


საფეხბურთო კლუბის "ლოკომოტივის" ფოტო