უეფა-მ დაზუსტებული კალენდარი გამოაქვეყნა
უეფა-მ დაზუსტებული კალენდარი გამოაქვეყნა
26.06.2020
ავტორი: თ.ჯ.


დღეს, უეფა-მ ერთა ლიგის 2020 წლის თამაშების საბოლოო და დაზუსტებული განრიგი გამოაქვეყნა. დადგინდა დრო, რომელ საათზეც თითოეული მატჩი დაიწყება. პირველად განრიგთან შედარებით არის რამდენიმე ცვლილება კალენდარში, თუმცა, აღნიშნული ცვლილება არ შეხებია საქართველოს ნაკრების თამაშების გრაფიკს.

როგორ უკვე ცნობილი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშებას 5 სექტემბერს, ესტონეთში დაიწყებს.


5 სექტემბერი /21:00 საათი:  ესტონეთი - საქართველო

8 სექტემბერი / 21:00 საათი: საქართველო - ჩრდ. მაკედონია


11 ოქტომბერი / 21:00 საათი: სომხეთი - საქართველო

14 ოქტომბერი / 22:45 საათი: ჩრდ. მაკედონია - საქართველო


15 ნოემბერი / 21:00 საათი: საქართველო - სომხეთი

18 ნოემბერი / 21:00 საათი: საქართველო - ესტონეთი


იხილეთ სრული განრიგი

მატჩების დასაწყისზე მითითებულია თბილისის დრო

აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩებს შორის საქართველოს ნაკრებს ჯერ 8 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე ბელარუსის წინააღმდეგ მოუწვეს ერთა ლიგის 2019 წლის გათამაშების ფლეი-ოფის თამაში. გამარჯვების შემდგე, კი 12 ნოემბერს აღნიშნული ტურნირის დასკვნითი, ფინალური მატჩის გამართვა თბილისში.