ჩემპიონმა გამარჯვებით განაახლა
ჩემპიონმა გამარჯვებით განაახლა
25.06.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს, ფეხბურთში, ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება განახლდა. COVID-19 პანდემიით გამოწვეული შესვენების შემდეგ პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა. საქართველოს მოქმედმა და 17-გზის ჩემპიონმა, „დინამო თბილისმა", იმის გათვალისწინებით, რომ წლევანდელი სეზონი მძიმე დაიწყო, მასპინძელი „საბურთალო" მარტივად დაამარცხა, ანგარიშით 0-3.


ამ მატჩის და ტურის მიმოხილვას მისი დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ, მანამდე კი დინამოელთა მთავარი მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა: „კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. მადლობას ვეტყვი ბიჭებს, რომლებმაც ეს გამარჯვება სანახაობრივი გახადეს და ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც სტადიონის გარედან ბოლომდე გვქომაგობდა. ვაგრძელებთ მუშაობას - ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და შევეცდებით მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ თითოეულ მათგანს. დღევანდელ შეხვედრაში არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი გვაკლდა. ნოდარ ქავთარაძეს და აკაკი შულაიას მიკრო ტრავმები აწუხებთ, მოგეხსენებათ ნიკა სანდოხაძემ ხელი მოიტეხა და ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. ასევე ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს ლევან ხარაბაძე. რაც შეეხება საიმონ ბენიოს და ფილიპ ორშულას ისინი ჩამოსულები არიან და სავალდებულო კარანტინში იმყოფებიან".


მატჩის ალბომი


დღესვე, ბათუმში, ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ" ქულები დაკარგა „თელავთან". მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

ამავე ტურში დარჩა 3 მატჩი:

26 ივნისი: „ლოკომოტივი" - „მერანი" თბ

27 ივნისი: „დილა"-„სამტრედია"

28 ივნისი: „ტორპედო" - „ჩიხურა"