„დინამო თბილისი“ კვამე კარიკარის დაემშვიდობა
„დინამო თბილისი“ კვამე კარიკარის დაემშვიდობა
24.06.2020
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოში ეროვნული ლიგის განახლებამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა COVID 19-ის შემდეგ, გუნდში მომხდარი კიდევ ერთი ცვლილების შესახებ გააკეთა განცხადება. „დინამო თბილისის" ოფიციალური გვერდი დღეს, კვამე კარიკარის დაემშვიდობა. განელ ფეხბურთელს, კლუბთან არსებული კონტრაქტი დაუსრულდა.


ამავე გვერდის ინფორმაციით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ სლოვაკი შემტევი ფილიპ ორშულა და ტოგოელი მცველი საიმონ ბენიო, რომლებიც იძულებითი შესვენების დროს, საქართველოში არ იმყოფებოდნენ. ახლა კი, დაბრუნდნენ  და სავალდებულო ორკვირიან კარანტინში იმყოფებიან, რომლის ამოწურვის შემდეგაც გუნდს შეუერთდებიან.


შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატი ხვალ 25 ივნისს, მიხეილს მესხზე, თბილისის დროით 18:00 საათზე, „საბურთალოსა" და „დინამო თბილისის" შეხვედრით განახლდება. თამაში, მაყურებლის გარეშე ჩატარდება და მასზე, მედიის დასწრებაც ფედერაციის მიერ, წინასწარ გაცემული აკრედიტაცითა და მთელი რიგი ნორმების დაცვით მოხდება.