ჯოკოვიჩის კლასტერი
ჯოკოვიჩის კლასტერი
23.06.2020
ავტორი: თ.ჯ.


სამშაბათს დილით, ორი დღის შემდეგ რაც გრიგორ დიმიტროვის ტესტებმა კორონა ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა და კიდევ ერთი დღის შემდეგ, ბორნა ჩორიჩსა და ვიქტორ ტროიცკის და კიდევ რამდენიმე მწვრთნელის ანალიზებმაც იგივე პასუხი აჩვენეს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ COVID-19-ით ისიც არის ინფიცირებული.


„ბელგრადში ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ ტესტების გავიკეთეთ. ჩემი პასუხი დადებითია, ისევე, როგორც ელენასი, თუმცა შვილების პასუხები უარყოფითია. ყველაფერს, რასაც წინა თვეებში ვაკეთებდით იყო მთელი გულით და კარგი განზრახვით გაკეთებული. ჩვენი ტურნირი მიზნად გაერთიანებას და სოლიდარობის შეტყობინების გაგზავნას გულისხმობდა მთელს რეგიონში.


ტური გულისხმობდა ორ მიმართულებას - დახმარებოდა რეგიონში ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში და მიეღოთ წვდომა კონკურენტუნარიან ტურნირზე, მაშინ, როდესაც COVID-19-ის გამო, მთელი რიგი ტურნირებია შეფერხებული",  - ამბობს ნოვაკ ჯოკოვიჩი.


როგორც ჩანს, ATP-ის რეიტინგებით მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგბურთელმა, ტურნირი რომლის აბსოლუტურად კეთილი განზრახვით გადაწყვიტა ჩაეტარებინა, იმ დროს დაამთხვია, როდესაც პანდემია კონკრეტულ რეგიონში კლებისკენ წავიდა. თუმცა, ჯოკოვიჩის ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფმა მთელი რიგი დეტალები ვერ გათვალა რაც სავალალო გამოდგა.


ახლა, სერბი, ტურნირის ყველა მონაწილეს გამოჯანმრთელებას უსურვებს და სწუხს იმის გამო, რაც მის ორგანიზებულ ტურნირს (Adria Tour), მოჰყვა შედეგად. ტურნირზე, რომლის ერთ ეტაპიც ხორვატულ ზადარში გაიმართა, ხოლო მომდევნი ეტაპი ბელგრადში იგეგმებოდა ახლა გაურკვევლობაშია. რაც შეეხება ჯოკოვიჩს, იგი მიიჩნევს, რომ თვითიზოლაციის 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ის კვლავ ჩაიტარებს ტესტს და იქ მიღებული პასუხების შესაბამისად იმოქმედებს.


ფოტო: Getty