აკრედიტაციების გაცემის პროცესის და რეგულაციების შესახებ
აკრედიტაციების გაცემის პროცესის და რეგულაციების შესახებ
23.06.2020
ავტორი: თ.ჯ.

კორონა ვირუსის პანდემიის შემდეგ, 25 ივნისიდან საქართველოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდება. ისევე, როგორც ფეხბურთელთა გუნდებისთვის და გილშემატკივრისთვის, შეზღუდვები დაწესდა თამაშზე მოხვედრის მსურველი მედიისთვისაც. აღნიშნულის შესახებ სფფ-მ ცოტა ხნის წინ შემდეგი შინაარსის სტატია გამოაქვეყნა:

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მატჩებზე მედიის წარმომადგენლები მხოლოდ წინასწარი აკრედიტაციის საფუძველზე, შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან.


არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები დაიშვებიან მხოლოდ სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე.


მატჩის დასრულების შემდეგ არ იფუნქციონირებს შერეული ზონა, სადაც ხდებოდა ინტერვიუების ჩაწერა.


სპეციალური შეზღუდვები იმოქმედებს ფოტოგრაფებისთვისაც.


მედიის წარმომადგენლებს კონკრეტული მატჩისთვის აკრედიტაციის მოთხოვნა შეეძლებათ ტურის დაწყების წინ ერთი დღით ადრე.


აკრედიტაცია გაიცემა მატჩის დღეს მასპინძელ სტადიონზე.  


აკრედიტაციის მოთხოვნის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მედია დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე - media@gff.ge. 


აკრედიტაციის მსურველმა მედია ორგანიზაციებმა წერილში უნდა მიუთითონ ჟურნალისტის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და სასურველი მატჩი.


კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტურის ყველა მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცემა სილქ ტვ-სა და ეროვნული ლიგის ვებ გვერდის საშუალებით.


! შეზღუდვები დაწესებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების საფუძველზე.

მატჩების კალენდარი