რა კავშირშია უბნების გარჩევა და გარდაცვლილი ფეხბურთელი?
რა კავშირშია უბნების გარჩევა და გარდაცვლილი ფეხბურთელი?
22.06.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


გიორგი შაქარაშვილის, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარს, ოთხდღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე, წყალში იპოვეს. „საბურთალოს" ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელის ცხედარი, იმ ხიდიდან 2-3 კმ-ში აღმოაჩინეს, სადაც რამდენიმე დღით ადრე, გარდაცვლილი ფეხბურთელის წელის ჩანთა და კუთვნილი ნივთები იპოვეს.


4 დღის განმავლობაში, ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი ე.წ. „ექოლოტით" აღჭურვილი, რომელიც ფკერის სკანირებას ახდენდა. ამ ხნის მანძილზე უწვეტ რეჟიმში მუშაობდა საველე შტაბი, საიდანაც საძიებო ოპერაცია იმართებოდა. ადგილზე, ტერიტორიის მონიტორინგისთვის, მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები.


ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, კონკრეტულ პერიმეტრზე მუშაობა დაიწყეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი კი სამხარაულის ბიუროში, მორიგი კვლევისთვის გადაასვენეს.

ფეხბურთელის ძებნა ოჯახმა, ოფიციალურად 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე დაიწყო. ჩვენი გვერდისთვის ცნობილია, რომ ფეხბურთელი გაუჩინარებამდე ჯერ საგურამოში, მეგობრებთან ერთად დაბადების დღეზე, ბოლოს კი, მცხეთის ავტობანზე შენიშნეს.


ამ მომენტისთვის შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა, ცხედრის ექსპერტიზის შემდეგ, შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს ან დამძიმდეს. თუ კი, გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები და ის დამტკიცდა, დამნაშავეს მინიმუმ 2-დან 4 წლამდე, დამძიმების შემთხვევაში კი,  8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეს.  


ამასობაში, ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებამდე, რამდენიმე საათით ადრე, საგურამოში, სადაც „საბურთალოს" ფეხბურთელი მეგობრის დაბადების დღეზე, ნაქირავებ სახლში იყო ჩასული დაპირისპირება ორი თბილისური უბნის საბურთალოსა და ნახალოვკის წარმომადგენლებს შორის მოხდა. დაპირისპირება, რომელიც სწორედ, ნაქირავებ  სახლში დაიწყო, როგორც ჩანს მოგვიანებით, ქუჩაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ, არის ვერსია, რომ  ჩხუბიდან გაცლილებს, რომელთა შორისაც იყო გიორგი შაქარაშვილი ავტომობილით დაედევნენ და ამის შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელის კვალი იკარგება. ამ მომენტისთვის, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის სამმართველოში მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა.


ჩვენი გვერდი დაელოდება გამოძიების პასუხს, მანამდე კი, უსამძიმრებს დაღუპული გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საფეხბურთო კლუბს „საბურთალოს".