შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
24.05.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველმა ფეხბურთელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა შოთა არველაძე, სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.


„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო" - წერს შოთა არველაძე.


ნიკოლოზ ბასილაშვილი, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ, ჩოგბურთელს, ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.


მოგვიანებით, სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. წინა სასამართლო სხდომა საქმეზე 16 ივლისს ჩაინიშნა.