IOC კერ კიდევ უკმაყოფილო იყო AIBA-ს მმართველობით
IOC კერ კიდევ უკმაყოფილო იყო AIBA-ს მმართველობით
05.04.2020
ავტორი: სეოკ-ის ინფორმაცია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრესსამსახურის ცნობით, IOC კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) სტატუსის აღიარებაზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ იმსჯელებს.


„AIBA-ს აღიარების შეჩერება თამაშების ჩატარების ვადებთან არის დაკავშირებული. სტატუსისთვის უნდა გადაგვეხედა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ და ეს კვლავაც ძალაში რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა, AIBA-ს სტატუსის აღიარების გადახედვის ვადაც ასევე გადაიწევს. აქედან გამომდინარე, კრივში დარჩენილი საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება მორინარი ვატანაბეს თავმჯდომარეობით სპეციალური სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობით. ნენად ლალოვიჩის ხელმძღვანელობით მუშაობას გააგრძელებს მონიტორინგის ჯგუფიც," - განმარტავს IOC-ის სპორტული დირექტორი კიტ მაკონელი.


2018 წლის ნოემბრის ბოლოს IOC-მა ტოკიო-2020-ის პროგრამაში მოკრივეთა ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული გეგმები შეაჩერა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი AIBA-ს მიმართ დაწყებული გამოძიება გახდა. IOC უკმაყოფილო იყო AIBA-ს მმართველობით, ფინანსებით, ანტისადოპინგო თუ ეთიკის საკითხებით.


შარშან ივნისში IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მაისის რეკომენდაციით, AIBA-ს შეუჩერდა IOC-ში წევრობა, მაგრამ ოლიმპიურ პროგრამაში შენარჩუნდა კრივი.