ვირუსი, რომელიც მტერია
ვირუსი, რომელიც მტერია
31.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ის, რომ კორონა ვირუსის დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ბევრი რამე შეიცვლება, გარემო იქნება ეს, ამ გარემოსთან დამოკიდებულება თუ ღირებულებათა პრიორიტეტი გარდაუვალია. ამის შესახებ, უკვე მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ცნობადი სახეები ხმამაღლა იწყებენ საუბარს. თუმცა, პარალელურად ცდილობენ, რთულ პერიოდში, მაქსიმალურად ეცადონ, უყურადღებოდ არავინ დარჩეთ. მსოფლიო მოწოდების ფონზე, #დარჩისახლში, სოციალურ ქსელში ქართველი სახელოვანი სპორტსმენების მიმართვებიც ვრცელდება.


„მე, როგორც მოქალაქე არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ მსოფლიოსი, მივიღე გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად, რომ დავრჩეთ სახლში. ყველაზე მნიშვნელოვანია ეს, რომ ვიყოთ სახლში, სანამ ვირუსს არ დავამარცხებთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული არის, ბევრ კითხვას აჩენს, რამდენადაც თქმა ადვილია, შესრულება რთულია. ეს დავალება, რომ არ შევასრულოთ და შეხედო ცხოვრება საით შეიძლება წავიდეს, ძალიან ცუდი სურათი დადგება საბოლოო ჯამში" - ეს არის ფრაგმენტი ზაზა ფაჩულიას მიმართვიდან, რომელიც დღეს, სამშენებლო კომპანიამ „არქი" ჯგუფმა" თავის საიტზე გაავრცელა.


ისევე, როგორც მსოფლიოს დიდი ნაწილი, ზაზა ფაჩულიასაც ოჯახთან ერთად იზოლაციაში უწევს ყოფნა. იმ დავალების შესრულებით, რომელიც დღეს მსოფლიოში აქტუალურია, ფაჩულია თვლის, რომ მსოფლიოს მასშტაბით სპეციალისტებს, კორონა ვირუსთან ეფექტურ ბრძოლაში დაეხმარება.


„თუ ადამიანი არის მოტივირებული და ნამდვილად უნდა, რომ რაღაცას მიაღწიოს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და რაღაც დონეზე წინ გადადგას ნაბიჯი. ეს იქნება განვითარება, განათლება, ვარჯიში. მაგალითად, გუშინ მთელმა ოჯახმა, სახლის პირობებში, გადავწყვიტეთ ერთად გვევარჯიშა. არანაირი ტექნიკა, გირები, ველოსიპედი, გირები, აქსესუარები არ გამოგვიყენებია. ტელევიზორის წინ, ჩავწერეთ ვარჯიშები და დაახლოებით 20 წუთიანი ვარჯიში გამოგვივიდა მთელ ოჯახს", - ამბობს ზაზა ფაჩულია.



#zazapachulia #არქი #დარჩისახლში