ამ დღეს, 30 წლის წინ!
ამ დღეს, 30 წლის წინ!
30.03.2020
ავტორი: თ.ჯ.

ზუსტად 30 წლის წინ, დინამო არენაზე, 80 000 მაყურებლის თანდასწრებით საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის, პირველი შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთი 1913- ს უმასპინძლა. ისტორიული მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში გელა კეტაშვილმა გაიტანა.


ამ მატჩით აიღო სტარტი დინამომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, რომელიც 30 წლის მანძილზე არ დაუტოვებია (ერთადერთი გუნდი). 30 წლიანი პერიოდის განმავლობაში დედაქალაქელებმა ჩემპიონატში 972 მატჩი გამართეს და 17- ჯერ მოიპოვეს ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული.


მატჩის სტატისტიკა: დინამო თბილისი 0-1 კოლხეთი 1913 ფოთი


ჩემპიონატის გახსნის ცერემონია