შედეგი, რომელიც რამდენიმე ადამიანის ენთუზიაზმზე გადის
შედეგი, რომელიც რამდენიმე ადამიანის ენთუზიაზმზე გადის
30.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

არ ვიცი რატომ, მაგრამ როდესაც ტელევიზიით ციგურებით სრიალის ტურნირებს ვადევნებდი თვალს, თავი ჯადოსნურ ზღაპარში მეგონა. გერმანელი კატარინა ვიტი კიდევ, იმ თოჯინას მაგონებდა, რომელიც ჩაკეტილ სსრკ-ში, სწორედ გერმანიიდან ჩამომიტანეს და მაჩუქეს. არ დავმალავ, რომ ძალიან მინდოდა სპორტის ამ სახეობაშიც მეცადა თავი, თუმცა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, სამწუხაროდ, ასაკი უკვე აღარ მაძლევდა შესაძლებლობას, სპორტული თვალსაზრისით, ყინულზე ცეკვაც მესწავლა.


არ დავმალავ და წლების შემდეგ ეს ზღაპარი, პირადად ჩემთვის, მაშინ გახდა აქტუალური, რაც მარია კაზაკოვას და გორგი რევიას წყვილმა, 2019 წელს, იტალიაში, პატარა სენსაცია მოახდინა და იტალიის გრან-პრი მოიგო. საინტერესოა, რომ იტალიის გრან-პრი იყო, 7 ეტაპიანი მარათონის დასკვნითი ტურნირი, რომელშიც ეტაპებში გამარჯვებული 6 წყვილი მონაწილეობდა. კაზაკოვა-რევიას წყვილმა, სწორედ ეს ფინალი მოიგო. 2020 წელს კი, მიმდინარე სეზონის  გრან პრიც აქვთ ზაგრებში მოგებული, თუმცა,  კორონა ვირუსმა, ყველას და ყველა გეგმა არია.




„2020 წელს, იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელიც მარტის დასაწყისში ტალინში გაიმართა, ჩვენი მოცეკვავეთა წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია იუნიორთა მსოფლიო რეიტინგში პირველ პოზიციაზე არიან", -ამბობს, მაკა გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი.


კორონა ვირუსის გამო განვითარებული მოვლენები, ისევე, როგორც სხვა დანარჩენს, სპორტის ამ სახეობასაც გადმოსწვდა და მოციგურავეებს სეზონის ნაადრევად დასრულება მოუხდა.


მსოფლიო ჩემპიონატი გადაიდო ან, საერთოდ შეიძლება აღარც ჩატარდეს. ჩვენ სამი ლიცენზია გვქონდა და ცუდია, რო მოვლებები ასე განვითარდა", - ამბობს მაკა გიორგობიანი.


რადგან ტალინის ტურნირს შევეხეთ, მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ შეჯიბრი, რომელშიც 43 ქვეყანამ, მათ შორის ციგურებით სრიალის ტოპ ქვეყნებმა, რუსეთმა, აშშ-მ და იაპონიამ მიიღეს მონაწილეობა.  სტატიის შემდეგ ნაწილში, შევეცდები რამდენიმე ასპექტზე, ქვეთავებად გავამახვილო ყურადღება და მაკა გიორგობიანის, ადამიანის, რომელიც წლებია, დაუღალავად შრომობს საქართველოში სახეობის განვითარებისთვის, თვალით შეგახედოთ.




განსაკუთრებული


მინდა აღვნიშნო, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისთვის, რადგან პირველად, ჩვენმა ნაკრებმა გუნდურად ოთხივე სახეობაში იასპარეზა და თანაც, ვფიქრობ ძალიან ღირსეულად.


იქ ბრძოლა ჩვენთვის რთული იყო, თუნდაც, იმის გათვალისწინებით, რომ წილისყრით,  ქართველი მსაჯი ვერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს კიდევ, ორმაგად ართულებდა ჩვენს მდგომარეობას, აღნიშნული კონკურენციის ფონზე.


განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენთვის ტურნირზე მოპოვებულ მედალს, რადაგნ ეს  არის მედალი, მსოფლიო ჩემპიონატიდან და პირველია, საქართველოს ციგურაობის ფედერაციისთვის.  ეს ვერცხლის მედლები, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მოვუგეთ რუსეთს და ამერიკასთან კი, ძალიან ცოტა წავაგეთ.


ღირებულია იმიტომაც, რომ მაღალი კონლურენციის პირობებში მოგვიწია გამოსვლა. ქართველმა მოციგურავეებმა ძალიან ღირსეული კონკურენცია გაუწიეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს. ქვეყნებს, რომლებიც ფიგურული ციგურაობის სამშობლოდ ითვლება.




რის ხარჯზე ვაჩვენეთ ეს შედეგი


ნიკა ეგაძე - სპორტსმენი, რომელმაც სამი ურთულესი მოტეხილობის და საკმაოდ ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ მოახერხა გამოსვა. ასეთ დროს, სრულფასოვანი ვარჯიშიც კი რთულია. მან კი, ყოველივე ამის შემდგე იასპარეზა მოსფლიო ჩემპიონატზე. ერთის შეხედვით წარმოუდგენელიც არის, რომ ასეთი ტრავმების შმედგე, სპორტმენი ჯერ ბრუნდება პროფესიონალურ სპორტში და შემდეგ, ასრულებს ურთულეს ილეთებს. კმაყოფილები ვართ ნიკას გამოსვლით.


სპორტული წყვილების კატეგორიაში წელს პირველად საქართველო,  ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას წყვილმა წარმოდგინა. აღსანიშნავია, რომ მათ ნამდვილად ღირსეულად იასპარეზეს. სპორტსმენებისთვის ეს, მსოფლიო ჩემპიონატი სადებიუტო იყო. ძალიან ახალგაზრდა წყვილია და სასიხარულია, რომ კარიერის საწყის ეტაპზე მათ წარმატებას მიაღწიეს. ამასთან, მომავალ მსოფლიოლ ჩემპიონატზე, ქვეყანას 2 ლიცენზიაც მოუტანეს.


ევროპის შემდეგ, ალინა ურუშაძეს ტრამვა ჰქონდა და მაინც მოგვიწია მისი გამოყვანა, რადგან შემცვლელი არ არის გუნდში. რა დასამალია და ამდენი სპორტსმენის საქართველოს ფარგლებს გარეთ მომზადებას ვეღარ ვუმკლავდებით.




პრობლემა


ჩვენთვის, ყველაზე დიდი პრობლება საქართველოში, „ყინულის" არარსებობაა საქართველოში. კი, საქართველოში არის 4 საციგურაო მოედანი, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში, თუმცა, ზუგდიდის მოედანი, რომელის მშენებლობაშიც სოლიდური თანხა იყო ჩადებული გახსნიდან მალევე დაიხურა. ამ ეტაპზე, ფედერაციის განკარგულებაში, ამ ჩამონათვალიდან, მხოლოდ ერთი, ბათუმის ბაზაა. 


სამწუხაროა, რომ ადრე, წლების წინ, რაც ერთ სპორტსმენს ჰქონდა ბიუჯეტი, ისევ იმ ბიუჯეტით ვინახავთ სახეობას  და 9 სპორტსმენს, საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი სტანდარტის მოედანზე და პირობებში აქვთ ტურნირებისთვის მომზადების საშუალება.


ჩვენი წარმატებები და შედგები პირვველ რიგში მიმართულია იმისთვის, რომ საქრათველოში შეიქმნას საციგურაო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, სპორტის ეს სახეობა განვითარდეს ქვეყნის შიგნით. ქართველ მოციგურავეებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ქვეყანაში მოახერხონ ვარჯიში და ამის გაკეთება, მუდმივად, არ უწევდეთ საქართევლოს ფარგლებს გარეთ.




***

ჩემის მხრივ, ინფორმაციის სახით დავამატებ, რომ დღევანდელი ინფორმაციით საქართველოში 1600 ბავშვია ფიგურული ციგურაობის სექციებში დაკავებული. აქედან 800- თბილისში, 300 ქუთაისში და 500 ბათუმში. თუმცა, როგორ ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა მათ მეთვალყურების ქვეშ, მხოლოდ ბათუმის მოედანი ფუნქციონირებს. საერთაშორისო ტურნირებში კი, რომელში მონაწილეობაც მხოლოდ ფედერაციის ე.წ. ვიზირებით არის შესაძლებელი, მხოლოდ 16 სპორტსმენია ჩართული და რასაც  სინქრონული დასი მონაწილე 20 ბავშვი ემატება.


ბუნებრივია, ბოლო პერიოდში, ჩვენი ქვეყნისთვის, შეიძლება ითქვას, არატრადიციული სპორტის სახეობაში ნაჩვენები შედეგები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიგურული ციგურაობით დაინტერესების ახალი ეტაპიც არის. თუმცა, თუ სამომავლოდ, სერიოზულ შედეგებზე და თუნდაც, უკვე ნაჩვენების შენარჩუნებაზე გვინდა აქცენტების გაკეთება, ალბათ, დროა, სახეობის სინქრონიზაცია მოხდეს. შესაბამისად თემას, რომელიც სხვა თუ არაფერი, ჯანსაღი თაობის გაზრდასაც ემსახურება, მომავალში კვლავ დავუბრუნდები, ახალი შეკითხვებით, შესაძლოა პრობლემატური კითხვებითაც და მათი გადაჭრისთვის აუცილებლად საერთო გზების დასახვით.




მასალაში გამოყენებულია გეთიმიჯის და საქართველოს ფიგურული ციგურაობოს ფედერაციის ფოტოები