ოლიმპიური თამაშებიც გადაიდო
ოლიმპიური თამაშებიც გადაიდო
24.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დაახლოებით ერთი თვეა, ზაფხულის 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის, იაპონიის სპორტის სამინისტრო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ჭიდაობდნენ, კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე, უნდა გადადებულიყო თუ არა, ოლიმპიური თამაშები. მას შემდეგ კი, რაც რიგმა სახელმწიფოებმა ზოგმა ოფიციალურად და ზოგმაც, არაოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი ქვეყნების გუნდების არ გააგზავნიდნენ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკან დაიხია.


ათენში, მაყურებლებისთვის ჩარაზულ სივრცეში, იაპონური დელეგაციისთვის გადაცემულ ოლიმპიური ჩირაღდანს, ზაფხულის თამაშების მასპინძლე ქვეყანაში, სადაც „საკურას ყვავილობის დღესასწაულიც" კი, გააუქმეს დღეს უნდა დაეწყო. თუმცა, მსოფლიოში COVID 19-ის გამო შექმნილმა საერთო ფონმა, როგორც ჩანს სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის დარწმუნება, საბოლოოდ მოახერხა.


იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადავადებაზე დღეს შეთანხმდნენ. ასევე გადავადდა პარალიმპური თამაშებიც. ოფიციალური განცხადებით, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წელს ჩატარდება.


„თამაშების ერთი წლით გადავადების წინადადებით გამოვედი, რაზეც IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი 100 პროცენტით დათანხმდა. ყოველივე ეს ათლეტებს უკეთეს პირობებში ასპარეზობის შესაძლებლობას მისცემს, თამაშებს კი უსაფრთხოს გახდის მაყურებლისთვისა", - ამბობს,  იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.


თუ რა თარიღებში გაიმართება გადადებული თამაშები, ამ დროისთვის არაა ცნობილი. თუმცა, ვიდრე ბახი ჭირვეულობდა, საერთაშორისო სპორტულ მედიაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების თარიღად 2022 წელიც კი, სახელდებოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ COVID 19-ის გამო, პარალიზებულ მსოფლიოს, 2021 წელს ისედაც მჭიდრო გრაფიკში მოუწევდა ლავირება 2020 წელს გადადებული ევროპისა თუ სხვა კონტინენტების და მსოფლიო ჩემპიონატების გამო. ამასთან ერთად, სპორტსმენებიც გადაიტვირთებოდნენ. შესაბამისად, იმ წელს, როდესაც ზამთრის ოლიმპიადა ტარდება, ოლიმპიური კომიტეტისთვის, უფრო მარტივი იქნებოდა მოვლენების მართვა. თუმცა, აქ ბახი კატეგორიული გამოდგა და საკუთარი ორგანიზაციის „დატვირთვას" საკონტინენტო სპორტული ღონისძიებების კალენდრის დატვირთვა ამჯობინა.


საინტერესოა, რომ თანამედროვე ოლიმპიური თამაშების 124-წლიან ისტორიაში, პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო, ოლიმპიური თამაშები სამჯერ - 1916, 1940 და 1944 წლებში გააუქმეს. ცივის ომის პერდიოდში, 1980 წლის მოსკოვის, ხოლო 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშები კი, მასშტაბური ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. თამაშებში მონაწილეობა მთელი რიგი ქვეყნის წარმომადგენლებმა არ მიიღეს. აი, გადადებული თამაშები კი, პირველია ოლიმპიადების ისტორიაში.


ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მართავდა შეხვედრებს. ამ შეხვედრების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რაც სოკ-მა მთელ რიგ სახეობებში გაუქმებული საერთაშორისო, სალიცენზიო ტურნირების შემდეგ გადადგა იყო, ის, რომ სალიცენზიო შეჯიბრების ვადების გახანგრძლივებაზე, ანდა შესაბამის სახეობაში, კორონა ვირუსით მეტად დაზარალებული ქვეყნების წარმომადგენელთათვის, რომლებმაც სალიცენზიო ტურნირებში ვერ მიიღეს მონაწილეობა, ადგილების დამატებაზეც იმსჯელებდა. თუმცა, COVID 19-მა, რომელმაც 2020 წლის 24 მარტის ინფორმაციის ანტარქტიდის გარდა მსოფლიოს ყველა კუნჭულში შეაღწია, ოლიმპოს მთაზე დანთებული ცეცხლის მფლობელ ექსკლუზიურ ორგანიზაციას გადაწყვეტილება შეაცვლევინა.


ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ელის ოლიმპიურ ჩირაღდანს, რომელსაც დღეს, 24 მარტს იაპონიის პროვინციებში უნდა დაეწყო მოგზაურობა.


მომავალ სალიცენზიო ტურნირებამდე გადაიდო იმ სპორტსმენთა ჩამონათვალიც, რომლებიც ოლიმპიური თამაშების ლიცენიის მქონე 5 კაციან ქართულ დელეგაციას უნდა შემატებოდნენ.