10 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას
10 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას
18.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსოფლიო, რომელიც კორონავირუსის გამო ადამის ჯანმრთელობის საფრთხის უპრეცედენტო და სწრაფად მზარდი გამოწვევის წინაშე დგას, კოლექტიურ ერთიანობას საჭიროებს. ახლა მთავარი ერთიანობა, გაგება, ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობაა. ფიფა მსოფლიოსთვის ამ გამოცდის დროს სწორედ, ასეთი ტიპის თანამშრომლობისთვის არის მზად, ავრცელებს ამ შინაარსის „მესიჯებს" და არის მზად, მაქსიმალურად მისაღები გადაწყვეტილებებისკენ მიუთითოს ყველა მის წევრ ორგანიზაციას.


ასე და ამგვარად, ფიფა-ში შემავალ სხვადასხვა წევრებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და რაღა თქმა უნდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციების შემდეგ, ფეხბურთის მთავარ სახლში, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში,  ერთიანობის გარეშე არაფერი გამოვა.


ჯანმრთელობა და სპორტული სოლიდარობა - ეს არის ორი გამოწვევა, რომელიც ფიფა-ს დღის წესრიგში დაუგეგმავ საკითხთა შორის აღმოჩნდა და ძირითადი თემა გახდა. კონსულტაციების და მთელი რიგი დათმობების გამო, რაც საკონტინენტო პირველობების გადადებით დასრულდა, ფიფამ ყველა კონფედერაციას მისცა დავალება აპრილის ბოლომდე, შედგეს გონივრული კალენდარი, ყველა დაინტერსებული მხარის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.


ამას გარდა, ფეხბურთის მთავარი მმართველო ორგანო გამოვიდა რამდენიმე ინიციატივით. მათ შორის, ფიფა აღნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას, ძლიერი ფინანსური მდგომარეობის გამო, შესწევს უნარი მხარი დაუჭიროს მსოფლიოს მასშტაბით კორონა ვირუსთან ბრძოლას. ამ მიზნით ფიფა-მ მსოფლიო ჯანდაცვის ფონში 10 მილიონი ამერიკული დოლარის გადარიცხვას გეგმავს. საფეხბურთო სამყაროს კი, მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს, COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფონდი შექმნას, რომელიც საფეხბურთო თემს, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება.


და ბოლოს კიდევ ერთი მნიშნელოვანი დეტალი, COVID 19-ის გამო შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ფიფა მზად არის მსოფლიოს მასშტაბით კლუბებსა და ფეხბურთელებს დაეხმაროს აღნიშნულ მოცემულობაში სატრანსფერო საკითხების მოგვარებაში.


ფოტო: © Getty Images