ევრო 2020 ერთი წლის შემდეგ, 2021 ჩატარდება
ევრო 2020 ერთი წლის შემდეგ, 2021 ჩატარდება
18.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მადლობა ფიფას, თანამშრომლებს, სხვა კონფედერაციებს, მოკლედ, სრულიად საფეხბურთო სამყაროს, იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი, რიგით მე-60 ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, რამდენიმე თვით ადრე COVID 19-ის გამო, „კუთხეში მიმწყვდეულ" ევროპულ ფეხბურთს ახალი კალენდრის შემუშავების შანსი მისცეს.


2020 წლის 17 მარტის მიწურულს, მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც უეფა-ს მედია პლატფორმაზე ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის თამაშების გასაშუქებლად აკრედიტაციის მოთხოვნა გვქონდა გაგზავნილი, მოგვივიდა შეტყობინება, რომ ჩვენი მოთხოვნა ამ ეტაპზე გაყინულია და მოგვიწევს, მომდევნო მითითებამდე ლოდინი.


მანამდე კი, უეფა-მ ოფიციალურად გამოაცხადა ორგანიზაციის ფლაგმანი ტურნირის, ევროპის ჩემპიონატის თარიღების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება. ტურნირი, რომელიც ევროპის 12 ქვეყანაში, 2020 წლის ივნისიდან ივლისის პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, წელს აღარ გაიმართება. ვიდეო-კონფერენციის შემდეგ, რომელშიც უეფა-ს 55-მა წევრმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, ევროპული ფეხბურთის მთავარმა ოფისმა საბოლოოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ მასში მონაწილე სპორტსმენების ჯანმრთელობის გარდა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, აღარ მოუწევს ევრო 2020-ში მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებებზე ზეწოლის მოხდენა, ტურნირის ჩატარების თხოვნით. ამას გარდა, უეფა-ს ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ევროპულმა ქვეყნებმა COVID -19-ის გამო შეჩერებული პირველობები დაასრულონ.


ამ ეტაპისთვის უეფა-ს ეგიდით დაგეგმილი ყველა მატჩი თუ ტურნირი, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის მომდევნო გადაწყვეტილებამდე შეჩერებულია. უეფა-ს ევრო 2020-ის ფლეი-ოფისა და საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, რომლებიც მარტის ბოლოს უნდა გამართულიყო, ივნისში გაიმართება, თუმცა, ესეც დამიკიდებული იქნება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.


უეფა-მ შექმნა მუშა ჯგუფი, რომელშიც ლიგებისა და კლუბების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა და ისეთი კალენდრის შედგენა დაევალა, რომელიც სეზონების დასასრულებლად ყველაზე მისაღები იქნება.


„ჩვენ სპორტის იმ სახეობის მმართველობაში ვართ, რომლითაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს და სუნთქავს და ახლა, უხილავი და სწრაფადგავრცელებადი ოპონენტის წინააღმდეგ იბრძვის. ასეთ დროს საფეხბურთო სამყარომ უნდა აჩვენოს ერთობა, პასუხისმგებლობა, სოლიდარობა და ალტრუიზმი.


„ფანების, სტაფისა და ფეხბურთელების ჯანმრთელობა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, უეფა-მ რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავა, რომელიც ჩემპიონატების დასრულების საშუალებას მოგვცემს და ამის გამო, ევროპის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების მადლიერი ვარ. ყველას ჰქონდა თანამშრომლობის სურვილი და ესმოდა, რომ საუკეთესო ვარიანტის ძებნაში რაღაცის დათმობა მოუწევდათ.


მნიშვნელოვანია, რომ პროცესს, რომელმაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა, უდიდესი „მსხვერპლი" გაიღო. ევრო 2020-ის გადატანა, უეფას ძვირი უჯდება იმის გათვალისწინებით, რომ უწევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების, გრასრუტსისა, ქალთა ფეხბურთის განვითარების დაფინანსების ხარჯების გაღებაც, 55 წევრი ქვეყნისთვის. ჩვენი მიზანია ევროპული ფეხბურთის განვითარებისთვის კარგი გავაკეთოდ.


ფეხბურთი საზოგადოებისთვის შთაგონება და ძალაა. საფეხბურთო ზეიმის წარმოდგენა ცარიელ სტადიონებზე, ცარიელი ფან-სექტორების წინ, როდესაც კონტინეტის მოსახლეობა სახლებში, იზოლაციაში ზის, სევდისმომგვრელია და ჩვენ, ამას ვერ დავუშვებდით ევროპის რიგით მე-60 ჩემპიონატს, ამ გარემოში", -აღნიშნა ალექსანდერ ჩეფერინმა, უეფა-ში გამართული ვიდეო-კონფერენციის შემდეგ.


უეფა-ს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ფეხბურთში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს სათაო ოფისიდან, წევრი ფედერაციების თანამშრომელთა ჩათვლით, ერთობისა და თანამშრომლობისთვის, ასევე სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციას (CONMEBOL),  რომელმაც იხელმძღვანელა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით და 2020 წლის კოპა ამერიკას გათამაშების ვადები გადაწია რაც, საბოლოოდ, ევროპის საკლუბო ჩემპიონატებს სეზონების დასრულებაში დაეხმარება.


ჩეფერინმა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ვადები როგორც ვაჟთა ასევე ქალთა თამაშების შესახებ, მოგვიანებით გამოცხადდება.


აქვე გეტყვით იმასაც, რომ უეფა-მ დაიწყო მუშაობა, ევრო 2020-ის  გაყიდული ბილეთების თაობაზეც. იმ შემთხვევაში, თუკი, ვინმეს არ ექნება სურვილი ევროპის გადატანილ ჩემპიონატს დაესწროს 2021 წელს, ბილეთების და პაკეტების ფასი დაუბრუნდებათ.


ფოტო: UEFA.com