ახალი „ტორპედოს“ მიზანი, მხოლოდ გამარჯვებაა
ახალი „ტორპედოს“ მიზანი, მხოლოდ გამარჯვებაა
25.02.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის „ტორპედომ" პრესკონფერენცია გარათა. კლუბს, რომელსაც 2019 წლის სეზონზე სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ახალ სეზონში საერთაშორისო კომპანია „ედენარო" ეყოლება. „ედენარო", რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ გაყიდვების მაღაზიაა, წარმატებულად მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში.


„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჩემთვის, არამედ „ტორპედოსთვისაც", რადგან დღეს, კლუბის ახალი ერა იწყება. დღეს კლუბის ახალ სპონსორ „ედენაროს" წარმოგიდგენთ. ასევე წარმოგიდგენთ იტალიური „კაპას" მაისურებს, რომელიც გუნდს ამ სეზონში ეცმევა", - აღნიშნა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ტორპედოს" პრეზიდენტი ფაბიო მანინომ.


იმ მცირე დროის მანძილზე, რაც ქუთაისურ კლუბს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, „ტორპედომ" როგორც სატრანსფერო კუთხით, ასევე, მარკეტინგულადაც დიდი სამუშაო გასწია. აღნიშნულის შესახებ, დღეს, ყურადღება კლუბის პრეზიდენტმა გაამახვილა.


„დავიმატეთ ბევრი ახალი ფეხბურთელი... გუშინ ამხანაგურ მატჩს დავესწარი და მიუხედავად იმისა, რომ ახალი გუნდი ვართ და შეთამაშების პრობლემა ჯერ კიდევ გვაქვს, სამწვრთნელო შტაბის მიერ ამ დროში გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. მჯერა, რომ რამდენიმე კვირაში სასურველ ფიზიკურ კონდიციებს მივაღწევთ და გუნდის თამაშიც გაუმჯობესდება. კვირის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალწვეულს წარვადგენთ და ამით გუნდის დაკომპლექტება დასრულდება", - ამბობს მანინო.


ახალი სეზონიდან, „ტორპედო" ახალი „კაპას" ეკიპირებით იასპარეზებს. აღნიშნული ეკიპირებით შეიმოსება „ტორპედოს" აკადემიაში გაწევრიანებული 400-მდე ბავშვიც შეიმოსება. „ტორპედოს" ახალი ხელმძღვანელობა პირობას იძლევა, რომ იმერეთის მთავარ კლუბი, მომავალ თაობაზე აქტიურად იზრუნებს.


„სტადიონი კლუბის საკუთრებაში არ იმყოფება. წინა შეხვედრაზე ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქის მხრიდან სტადიონისთვის მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა და რომ ისინი იზრუნებენ სტადიონის მოწესრიგებაზე. ჩემთვის არაა ზუსტად ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ვადებში უნდა მოაწესრიგონ მათ სრულად სტადიონი, მაგრამ, როგორც მითხრეს, ეს პროცესი მალე დასრულდება. მე ვიმყოფებოდი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე, შევისწავლე ის. სამწუხაროდ, ბაზაზე კარგი პირობები არ არის, სავარჯიშო მოედანიც ცუდ მდგომარეობაშია და ვგეგმავთ მის გამოცვლას. როგორც დაგპირდით, რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ პროექტს, სადაც გაწერილი იქნება ის ყველაფერი, რის გაკეთებასაც ბაზაზე ვაპირებთ",  - ამბობს მანინო.


კლუბის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტორპედოს ფან-შოპი ექნება, სადაც კლუბის ეკიპირება გაიყიდება. გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიის გახსნას გარკვეული დრო დასჭირდება, პირველ ეტაპზე გულშემატკივარს პროდუქციის შეძენა ონლაინში შეეძლება. სამომავლოდ კლუბის ახალი ხელმძღვანელობა, ქალთა გუნდის დაფუძნებასაც შეეცდება.


სეზონის პირველ შეხვედრას „ტორპედო" 1 მარტს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს. გორის „დილას" წინააღმდეგ მატჩი 18:00 დაიწყება.