ახალი სეზონი მცირედი ცვლილებებით
ახალი სეზონი მცირედი ცვლილებებით
25.02.2020
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, დღეს, 25 თებერვალს, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.


​​აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა 2020 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების დებულება და სადისციპლინო კოდექსი დაამტკიცეს. ძირითადი ცვლილება ლიგა 4-ს შეეხო, სადაც 2020 წლის სეზონიდან 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-სა და ლიგა 3-ში კი, მატჩის ოქმში ფეხბურთელთა რაოდენობა 18-დან 20-მდე გაიზარდა.


დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ასევე იმსჯელეს უეფას მხრიდან ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის დამატებით გამოყოფილი თანხაზე. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა 2018 წელს კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მონაწილე 20 გუნდზე გადანაწილდება.


2020 წლიდან, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის გუნდების ლიცენზირების პროცესი დაიწყება. პირველ წელს კლუბები ამ პროცესს სრულიად უფასოდ გაივლიან. ამასთან ერთად ლიგის მონაწილე ყველა კლუბი ახალი სეზონისთვის გაზრდილ საბაზისო დაფინანსებას მიიღებს.