საქართველოს 16-წლამდე ნაკრები განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები განვითარების თასზე იასპარეზებს
24.02.2020
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ალბანეთში უეფას განვითარების თასზე გაემგზავრა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გაიარა. მთავარმა მწვრთნელმა საერთაშორისო ტურნირისთვის 20 ფეხბურთელი შეარჩია. 16-წლამდე ნაკრები 2020 წლის განვითარების თასის ფარგლებში მასპინძელ ალბანეთთან ერთად ალჟირისა და ლიეტუვას 16-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება.


საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (სფფ აკადემია, რუსთავი), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო, თბილისი); ​მცველები: გიორგი აღდგომელაშვილი (დინამო, თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო, თბილისი), თორნიკე მოლაშვილი (დინამო, თბილისი), შაქრო დვალიშვილი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ბართია (საბურთალო, თბილისი), დავით ქართველიშვილი (საბურთალო, თბილისი), ზვიად ხაბურზანია (სფფ აკადემია, რუსთავი);ნახევარმცველები: გიორგი დავრაშელიძე (საბურთალო, თბილისი), საბა გეგიაძე (დინამო, თბილისი), დავით ბერია (საბურთალო, თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო, თბილისი), ჭაბუკი ლაბაძე (სფფ აკადემია, რუსთავი), დავით შიოლაშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ბერიანიძე (საბურთალო, თბილისი), რატი ხუციაშვილი (დინამო, თბილისი);​თავდამსხმელები: ნიკოლოზ დავრაშელიძე (საბურთალო, თბილისი), ლაშა კალანდაძე (ლოკომოტივი, თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (სფფ აკადემია, რუსთავი)


​საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 2020 წლის განვითარების თასის პირველ შეხვედრას 25 თებერვალს ალჟირის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.


2020 წლის განვითარების თასის განრიგი:

25 თებერვალი, 14:00​
საქართველო - ალჟირი

27 თებერვალი, 14:00
ალბანეთი - საქართველო

1 მარტი, 14:00
ლიეტუვა - საქართველო