თუშის ოქრო დიუსელდორფში
თუშის ოქრო დიუსელდორფში
23.02.2020
ავტორი: ს.ნ.

დიუსელდორფის გრან სლემიდან ქართველი ძიუდოისტები 2 ოქროს და 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით ბრუნდებიან. სულ ბოლოს, ქართველთა ყულაბაში მედალი მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ჩადო.


დიუსელდორფის გრან სლემის ბოლო ბრძოლაში, 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა, ფინალური შეხვედრის დაწყებიდან, რამდენიმე წამში იპონით მასპინძელი, გერმანელი სპორტსმენის დამარცხება მოახერხა და ოქროს მედალს დაეუფლა.


„თუშიმდე", კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, ბექა ღვინიაშვილმა, რომელიც -90კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


საერთო ჯამში, ქართველთა გუნდმა, მოგებული მედლების მიხედვით, მეორე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ოქრო  მოიგო ტატო გრიგალაშვილმაც (-81კგ), ვერცხლი კი, ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ). სულ, დიუსელდორფის გრან სლემზე 14 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.

 

 

IJF ფოტოები