ლიპომ ამჯერად პარიზული ოქრო დათმო
ლიპომ ამჯერად პარიზული ოქრო დათმო
09.02.2020
ავტორი: ს.ს.

პარიზის გრან სლემზე მოასპარეზე 17 ქართველი სპორტსმენიდან, მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანმა მოახერხა მედლის აღება. -100კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა, რომელიც 12 წლის მანძილზე პარიზული ტურნირის გამარჯვებული სამჯერ (2013, 2015, 2019 წლებში) იყო, ამჯერად ფინალი, ისრაელის წარმომადგენელთან დათმო.


მიუხედავად ამისა, ქართველმა, რომლისგანაც პარიზული ტურნირის გულშემატკივარი ოქროს ელოდა, საკუთარი გამოსვლის შეფასებისას გაწონასწორებული იყო და მეტოქეს წარმატება მიულოცა.


თუმცა, ქართულმა გვარმა აღნიშნულ ტურნირზე გამარჯვებულის რანგში მაინც გაიჟღერა. -90 კმ-მდე წონით კატეგორიაში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფინალში იაპონელი ძიუდოისტი დაამარცხა და პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.


 


IJF ფოტო