ლუბა გოლოვინა 2019 აჯამებს და მომავლი წლისთვის მზადებას აგრძელებს
ლუბა გოლოვინა 2019 აჯამებს და მომავლი წლისთვის მზადებას აგრძელებს
08.12.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩვენი გვერდი, აგრძელებს იმ სპორტსმენები წარდგენას, რომლებმაც TSFF.GE-ს აზრით, 2019 წლის სეზონში, სპორტის მოყვარულთა ინტერესი დაიმსახურეს. ერთ-ერთი ასეთი, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინაა. 29 წლის ქართველი სპორტსმენისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რიგით მეოთხე ოლიმპიადა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად FIG-ს ჯერ არ დაუდასტურებია, გოლოვინას მიერ მოპოვებული ოლიმპიადის ლიცენზიის შესახებ ინფორმაცია, ბატუტზე მხტომელის სამწვრთნელო შტაბში, ტოკიოს ოლიმპიადისთვის უკვე სამზადისია დაწყებული.


„მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ტოკიოში ჩატარდა, 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები  თამაშდებოდა. ტურნირის  8 საუკეთესო სპორტსმენი, ეგრევე ლიცენზიის მფლობელი ხდებოდა. მე, გამომდინარე იქიდან, რომ მე-9 შედეგი მქონდა ვიყავი რეზერვში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩემი შედეგი, მსოფლიო ჩემპიონატზე ხვდება FIG-ის იმ ადგილებში, რომლებიც საბოლოო ჯამში ლიცენზიას მიიღებენ.  ეს ყველაფერი ოფიციალურად მაისში გამოცხადდება. თუმცა, უკვე ახლა, მშვიდად ვარ", - ამბობს ლუბა TSFF.GE-სთან საუბარში.   


ლუბამ, 2019 წელს მინსკის ევროპულ თამაშებზე, ჩვენმა ბატუტზე მხტომელმა ვერცხლის მედალი მოიგო. გემახსოვრებათ, რომ ასპარეზობის მსვლელობისას მცირედ გაურკვევლობასაც კი ჰქონდა ადგილი.  თავდაპირველად, გოლოვინას მსაჯებმა ქულებით, მე-6 პოზიცია დაუფიქსირეს, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ჩვენი სპორტსმენი ფინალურ ექვსეულში ხვდებოდა და მედლებისთვის შეეძლო ბრძოლა გაეგრძელებინა. თუმცა, მალევე მას 1 ქულა დააკლეს და ლუბაც მე-6 ადგილიდან მე-8 აღმოჩნდა. ამ სამსაჯო კორექციის შემდეგ, ტურნირის დებულებიდან გამომდინარე, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ერთი ქვეყნის 1 სპორტსმენს ჰქონდა ასპარეზობის უფლება. შესაბამისად, ფინალურ ექვსეულში მოხვედრილი ორიდან ერთ ბელორუსი  და ერთიც ნიდერლანდელი სპორტსმენი ფინალური ეტაპიდან ამოვარდნენ. აი, ლუბას კი, საკუთარი შრომით მიღწეული მე-6 ადგილი დაუბრუნდა.  ფინალში,  მედლის მაძიებელი სპორტსმენებიდან ბატუტზე პირველი ლუბა მივიდა. დარჩენილი 5 სპორტსმენისგან კი მისი გადასწრება მხოლოდ ერთმა, გრანგმა და ისიც 2 მეასედი ქულით მოახერხა. შესაბამისად ლუბას ოქროს მედლამდე სწორედ ეს 2-მეასედი დააკლდა. თუმცა, კარგი გამოსვლა და ვერცხლის მედალი ერგო.




„ძალიან განვიცდიდი, რომ ტოკიოს თამაშების ლიცენზია არ მქონდა მოპოვებული. მსოფლიოს თასის 2 გათამაშებაში კი, მივიღე მონაწილეობა და იქ, შემეძლო ქულების დაგროვება. ვგეგმავდი, მსოფლიო ჩემპიონატზე ლიცენზიის მოპოვებას, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა", - ამბობს ლუბა გოლოვინა.


ზაფხულში, მინსკის ევროპის თამაშებამდე, სპორტსმენს ოპერაციის გადატანა მოუხდა. შესაბამისად, წვრთნის პროცესში, ამ გარემოებამ ხელი შეუშალა. უკვე, განვლილი წლის შეფასებისას ლუბა გოლოვინა იტყვის, რომ ოპერაციის შემდეგ, მან სასურველ ფორმამდე დრო და ვარჯიში დააკლდა.


„რა თქმა უნდა, შემეძლი, ჩემი პროგრამა, უფრო კარგად შემესრულებინა, მაგრამ, დამაკლდა ვარჯიში და მოსამზადებელი დრო, იმისთვის, რომ ტურნირებისთვის სასურველ ფორმაში ვყოფილიყავი. რეალურად, ოპერაციის შემდეგ, მხოლოდ 1 თვე და 10 დრე ვივარჯიშე. ახლა. უკვე დავიწყე ვარჯიში, რადგან თებერვალში, მსოფლიო თასი გვაქვს. იქაც გათამაშდება ტოკიოს 2020 ოლიმპიადის ქულები, რომლებიც ძალზედ საჭიროა, მაგრამ როგორც უკვე გავარკვიე, ლიცენზიისთვის, რაც მაქვს დაგროვებული ისიც მყოფნის. ახლა, მსოფლიო თასის თებერვლის და აპრილის ეტაპებზე, ვეცდები მედლებისთვის ვიბრძოლო. ზაფხულში კი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია", - ამბობს ლუბა გოლოვინა.


ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ჩვენი ბატუტზე მხტომელი საქართველოს ყულაბაში მედლებს ჩადებს. მანამდე კი, 2019 წლის რჩეულებშიც მოხვდება.