„საბურთალო“ საქართველოს თასის მფლობელია, ჭიაბრიშვილმა კი გუნდი დატოვა
„საბურთალო“ საქართველოს თასის მფლობელია, ჭიაბრიშვილმა კი გუნდი დატოვა
08.12.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის „საბურთალომ" 2019 წელს, ერთი ტიტულის მოპოვება მაინც მოახერხა. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში, რომელიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე დრეს, 8 დეკემბერს ჩატარდა, გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, მეორე თბილისური კლუბი, „ლოკომოტივი" დამაჯერებლად, 3-1 დაამარცხა.


საბურთალოელებმა ანგარიში შეხვედრის სტარტზევე გახსნეს. გოლი, გიორგი კოხრეიძემ შეხვედრის მე-12 წუთზე გაიტანა და „საბურთალო" დააწინაურა. კიდევ 7 წუთში, უკვე გიორგი გაბედავამ გაზარდა ანგარიში ორამდე და დავით ყიფიანის თასის მოგებაზე, ოფიციალური განაცხადიც გააკეთა.


როგორც ჩანს, სტარტზე გაშვებული ორი გოლის შემდეგ, ლევან კორღალიძის გუნდს მთელი ტაიმი დასჭირდა გონზე მოსასვლელად, რადგან თამაში საბურთალოელთა კარნახით წარიმართა, პირველი სახიფათო მომენტი კი, მათ კართან მხოლოდ, ტაიმის მიწურულს შეიქმნა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბექა დარცმელიამ, ლაზარე კუპატაძის კარში ბურთის გადაგზავნა ვერ შესძლო. ტაიმი 2-0 დასრულდა.


მეორე ტაიმი, უკვე „ლოკოს" უპირატესობით წარიმართა და 52-ე წუთზე ერთ-ერთი შეტევა 11-მეტრიანით დასრულდა. „ლოკომოტივი" თამაშში ირაკლის სიხარულიძემ დააბრუნა, 2-1. ამის, შემდეგ „ლოკომოტივის" კიდევ ჰქონდა ორი მომენტი ანგარიშის გასათანაბრებლად. თუმცა, 67-ე წუთიდან, „საბურთალომ" ტაქტიკურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახერხა ბურთის „დაჭერა" და თამაშიც მისთვის სასურველ კალაპოტში გადაიყვანა. შეხვედრის მიწურულს კი, 89-ე წუთზე ლევან კაკუბავას გოლმა, თასის ფინალს, წერტილი დაუსვა, „საბურთალოს" კი საქართველოს თასი მოუტანა.


„ყველა ტიტული მქონდა, ჩემპიონობა, სუპერ თასი, მაგრამ ეს, დავით ყიფიანის თასი არ მქონდა მოგებული. ეს ჩემთვის სტიმული და პირადი წარმატებაა. „საბურთალოსთვის" კი ძალიან დიდი წარმატებაა. ეს ტიტული დავიმსახურეთ თამაშითაც და ორჯერ მეტად მახარებს. კარგად ვითამაშეთ და კარგად გააკეთეს ყველაფერი ბიჭებმა. კარგია, რომ ბოლო აკორდი, მაჟორულ ნოტაზე დავამთავრეთ", - ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი TSFF.GE - სთან საუბარში.


„საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა, ჩვენს გვერდთან საუბარში, ამ მატჩამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის გუნდს, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში დატოვება დაადასტურა.


„გადაწყვეტილია და ვადასტურებ, რომ ეს, ჩემი ბოლო  თამაში იყო „საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის რანგში. ძალიან დიდხანს, ერთ ადგილზე ყოფნისას, ყველაფერი ერთფეროვანი ხდება და ერთ ჭრილში გადადის. „საბურთალოსთვისაც" და ჩემთვისაც ჯობია, ცოტა ხანი ერთმანეთის გარეშე ვიყოთ და ვნახოთ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. სად გავაგრძელებ, ჯერ-ჯერობით არ ვიცი", - ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.


ამრიგად, „საბურთალო", რომელმაც 2019 წლის სეზონზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში, „ლოკომოტივი" 3-1 დაამარცხა, სუპერთასისთვის უკვე 2020 წელს კიდევ თბილისურ და ქვეყნის 17-გზის ჩემპიონს „დინამო თბილისს" გიორგი ჭიაბრიშვილის გარეშე დაუპირისპირდება.


სფფ-ს ფოტო / ლაშა კუპრაშვილი