კიტემ გრაცში მცხოვრები ქართველი ბავშვები გაიცნო
კიტემ გრაცში მცხოვრები ქართველი ბავშვები გაიცნო
08.12.2019
ავტორი: თ.ჯ.

რამდენიმე კვირაში ყველა სპორტული გამოცემა, ყველა ფედერაცია და სპორტული საზოგადოება, ერთი მეორეს მიყოლებით, წლის საუკეთესოებს დაასახელებს. გამონაკლისი არც TSFF.GE იქნება და ჩვენი გვერდიც, 2019 წლის ჩვენეული ვერსიით, საუკეთესოებს წარმოგიდგენთ. თუმცა, მანამდე, პირველი ვინც, ჩვენი აზრით წლის საუკეთესოა თავის სახეობაში, ავსტრიაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილია.


ის, რომ „კიტეს" წელს, საკმაოდ დატვირთული და მნიშნელოვანი წელი ჰქონდა, როგორც ავსტრიული გრაცის „შტურმში", ასევე ეროვნულ ნაკრებში, ცოტა თუ არ დაგვეთანხმება. იმაშიც ძნელია არდათანხმება, რომ ამოცანას კარგად გაართვა თავი. ბუნებრივია, წლის ბოლოს რამდენად დააფასებს ქართული საფეხბურთო საზოგადოება საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს მალე გავიგებთ. მანამდე კი, ოთარ კიტეიშვილის გაცნობა ავსტრიის გრაცში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა გადაწყვიტეს.


„აქ, გრაცში, ქართველი ბავშვები არიან და კვირაში ერთხელ, ორ-ორი საათით საკვირაო სკოლაში იკრიბებიან. ზოგის ოჯახი, იმდენი ხანია აქ არის, რომ ბავშვებმა ქართულიც კი, არ იციან კარგად. ამ სკოლაშიც ამიტომ იკრიბებიან. ჩემი გაცნობა უნდოდათ და ცოტა ხნით, მოვახერხე მათი ნახვა. ფეხბურთი ვითამაშეთ, ფოტოები გადავიღეთ და მერე, მე ვარჯიშზე წავედი", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.


ამ მომენტისთვის, ქართველის ავსტრიული კლუბი, ავსტრიული ბუნდესლიგის გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას, კვირას, 8 დეკემბერს გამართავს.  

 

გრაცის საკვირაო სკოლის ფოტოები