დღეს, ფლეი-აუტის პირველი რაუნდი იყო
დღეს, ფლეი-აუტის პირველი რაუნდი იყო
05.12.2019
ავტორი: თ.ჯ.

თელავსა და ბოლნისში დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის ფლეი-აუტის მატჩები გაიმართა.

ეროვნული ლიგის მე-8 ადგილოსანმა „რუსთავმა" გასვლითი შეხვედრა წააგო თელავში. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ძირითადი დრო, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა, თელაველებმა მხოლოდ, ერთ მომენტში მოახერხეს გოლის გატანა.  შეხვედრის 54-ე წუთზე გოლი მიხეილ ბაშელეიშვილმა გაიტანა. „თელავმა", საშინაო შეხვედრა გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე, მასპინძელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.

მშრალი ფრე 0-0 დაფიქსირდა მეორე ფლეი-აუტში, რომელშიც, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის მოედანზე, „სიონმა", „სამტრედია" მიიღო.

საპასუხო შეხვედრები 11 დეკემბერს რუსთავსა და სამტრედიაში ერთსა და იმავე დროს დაიწყება.