საქართველოს ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები ცნობილია
03.12.2019
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს ფეხბურთელთა ორი ასაკობრივი 17 და 19-წლამდე ნაკრები, ევროპის 2020 წლის ელიტ-რაუნდში გავიდა. დღეს კი, უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპისა და ელიტ-რაუნდის წილისყრა გაიმართა.


გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები ელიტ-რაუნდში ინგლისის, ბელგიისა და რუმინეთის გუნდები იქნებიან. ჩვენი ნაკრები მე-6 ჯგუფში იასპარეზებს. თამაშები 2020 წლის 25, 28 და 31 მარტს ბელგიაში ჩატარდება.


19-წლამდე ნაკრები დღევადნელი წილისყრის შემდეგ მე-3 ჯგუფი მოხვდა. რამაზ სვანაძის მეტოქეები შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებები იქნებიან. თამაშები ამ ასაკობრივ კატეგორიაშიც, 2020 წლის 25, 28 და 31 მარტს  გაიმართება. ელიტ-რაუნდს კი, საფრანგეთი უმასპინძლებს.


 დღესვე გაირკვა, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის ჯგუფებიც. აქ, ასპარეზობა, 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყება. 19-წლამდე ნაკრები, რომელსაც გიორგი მიქაძე ხელმძღვანელობს, ხორვატიაში იასპარეზებს და მისი მეტოქეები ხორვატიის, ლატვიისა და ყაზახეთის ნაკრებები იქნებიან.


ასევე 2020 წლის შემოდგომაზე, თბილისი, 17-წლამდე შესარჩევ ჯგუფს უმასპინძლებს. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდს ბელგიის, უკრაინისა და ლიეტუვას ნაკრებებთან მოუწევთ, მომდევნო ეტაპზე გადასასვლელი საგზურების გათამაშება.