ფუტსალის ნაკრები ევრო 2020-სთვის მზადებას აგრძელებს
ფუტსალის ნაკრები ევრო 2020-სთვის მზადებას აგრძელებს
03.12.2019
ავტორი: თ.ჯ.

ავთანდილ ასათიანის გუნდი, ფუტსალში, ევრო 2020-ისთვის აგრძელებს მზადებას. მნიშვნელოვანი ტურნირის მზადების პროცესში, ჩვენმა ფეხბურთელებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს, ამჯერად ბელგიის წინააღმდეგ და ანგარიშით 1-4 გაიმარჯვეს.


შეხვედრა, ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ჰეთ-თრიკი არჩილ სებისკვერაძემ შეასრულა, ერთი გოლი კი, ნაკრების კაპიტნის, ზვიად კუპატაძის ანგარიშზეა.


აღნიშული შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით დაიწყო:  კუპატაძე, თოფურია, კურტანიძე, ჯვარაშვილი, გიორგაია


სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, თევზაძე, ბექაური, მაისაია, ჭოხონელიძე, ღავთაძე, თოდუა, სილაგავა, სებისკვერაძე, გიორგაია


საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრას, 3 დეკემბერს კვლავ ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.