19-წლამდე „დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონია
19-წლამდე „დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონია
30.11.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისი" 19-წლამდე გუნდი, დღეს, საქართველოს 2019 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა. დინამოელები, ჩემპიონატის ბოლო მატჩში, სეზონის უშუალო კონკურენტს, „ლოკომოტივს"  საგურამოში, კლუბის საფეხბურთო ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედანზე დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ მატჩში, „დინამო თბილისს", ხელს ფრეც აძლევდა, მასპინძლებს, კი აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ.


შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა და ეს ანგარიში საკმარისი გამოდგა, რომ დინამოელები ქვეყნის 2019 წლის ჩემპიონები გამხდარიყვნენ. თუმცა, ამ თამაში იყო ინტრიგა ბოლო წამებამდე, მითუმეტეს, რომ შეხვედრის არბიტრმა, გიორგი ვადაჭკორიამ, ძირითად დროს 5 წუთი დაუმატა, ლოკომოტიველებს კი ამ პერიოდში რამდენიმე კუთხურის ჩაწოდება მოუხდათ. მატჩის მსვლელობისას კი, დინამოელებმა ბევრი საგოლე მომენტის გამოყენება ვერ შესძლეს. მათ შორის, გააფუჭეს 11-მეტრიანიც, მეორე ტაიმში.


ანგარიში კი, პირველ ტაიმში გაიხსნა და ისიც, დინამოელთა დაუდევრობას მოჰყვა. თუმცა, სტუმრებმა, წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხეს. ამ შეხვედრაში, დაფიქსირდა ერთი უსიამოვნო მომენტიც. სტუმართა შეტევის დროს, დინამოელთა მე-7 ნომერი, გიორგი ომარაშვილი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა მიიღო და ორშაბათს, მას ოპერაცია ჩაუტარდება.


მატჩის დასრულების შემდეგ, „დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდს გამარჯვებულის მედლები და ლეგენდარული დინამოელის გივი ჩოხელის სახელობის თასი, ასევე ყოფილმა დინამოელმა და სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

 

მატჩის ფოტო-ალბომი