2020-21 წლების შესარჩევზე, ქართველი გოგონების მეტოქეები ცნობილია
2020-21 წლების შესარჩევზე, ქართველი გოგონების მეტოქეები ცნობილია
29.11.2019
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, ნიონში, უეფა-ს 17-წლამდე და 19-წლამდე ქალთა ევროპის 2020-21 წლების ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ჯგუფების წილისყრა გაიმართა.


17-წლამდე გოგონათა ნაკრები


საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები 2020 წლის 21-27 ოქტომბერს, ბოსნია და პერცოგოვინაში, ნორვეგიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გოგონათა ნაკრები, მე-11 საასპარეზო ჯგუფში ორ საუკეთესოს შორის მოხვდება, მაშინ, ელიტ რაუნდში ასპარეზობას მექანიკურად გააგრძელებენ. იმ შემთხვევაში, თუკი 12 საასპარეზო ჯგუფიდან ჩვენი ნაკრები 4 საუკეთესო მე-3 ადგილოსან გუნდებს შორის მოხვდება, მაშინ კიდევ ერთ შანსი მოგვეცემა, ვითამაშოთ ელიტ რაუნდში, თუმცა, ამ შემთხვევაში, მესამეადგილოსანისთვის მნიშვნელოვანია, ჯგუფის 1 და 2 ადგილზე გასულ გუნდებთან თამაშებში დადებითი ბალანსი ჰქონდეს.


19- წლამდე გოგონათა ნაკრები


მე-11 საასპარეზო ჯგუფში მოხვდნენ ქართველი 19-წლამდე გოგონებით. მათი მეტოქეები ფინეთის, ისლანდიისა და მასპინძელი ბულგარეთის ნაკრებები იქნება. ისევე, როგორც 17-წლამდე ნაკრების, 19-წლამდე ნაკრების სათამაშო დღეებიც 2020 წლის 21-27 ოქტომბერია.


ანალოგიურად, მომდევნო ეტაპზე, ელიტ რაუნდში სათამაშოს იბრძოლებს 12 ჯგუფში გადანაწილებული 48 ნაკრები გუნდი, ანალოგიურად 17-წლამდე ტურნირისა. აღნიშნულ ასაკში, 2020-21 წლების გათამაშებაში, დებიუტი ექნება ანდორას გოგონათა ნაკრებს.