ქართველი ძალოსნები ოლიმპიური ლიცენზიების ქულებს აგროვებენ
ქართველი ძალოსნები ოლიმპიური ლიცენზიების ქულებს აგროვებენ
17.11.2019
ავტორი: თ.ჯ.

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, თურქეთში მიმდინარე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები თამაშდება, შესაბამისად, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში 208/242/450 კილოგრამები დაძლია და სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ტურნირზე, სადაც 23 ქვეყანა მონაწილეობდა, ლაშა ტალახაძე მისი აბსოლუტური გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, საკუთარ აქტივს ოლიმპიური სალიცენზიო ქულები შემატა.

2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო დატვირთვა აქვს, შოთა მიშველიძემ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.


მიშველიძემ ატაცში 120 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.146 კილოგრამი დაიმორჩილა აკვრაში და ოქროს მედალი დაისაკუთრა, ასევე ოქროთი დააგვირგვინა ორჭიდი - 266 კგ.


ქართველმა ძალოსანმა საკუთარ აქტივს დამატებითი სალიცენზიო ქულები შესძინა და ოლიმპიურ თამაშებს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.