ასაკობრივები
ასაკობრივები
17.11.2019
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

18-წლამდე ნაკრები


საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ფინეთს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გიორგი მიქაძის გუნდმა ბოლოსკენ მაინც შეძლო მეტოქის გატეხვა. 87-ე წუთზე მორჩილაძის გატანილ პენალტს მალე ფაჩულიას ზუსტი დარტყმულიც მოჰყვა.


ხარშილაძე, კვარაცხელია, ერაძე, ტეფნაძე, მამაცაშვილი, ბენდიანიშვილი, დევდარიანი, მორჩილაძე, ლომინაძე, ომარაშვილი, ზურაბიანი.


შეცვლაზე შევიდნენ: მაისურაძე, ლატარია, მირზიკაშვილი, ხუციშვილი, ოსიყმაშვილი, ფაჩულია, კონიაშვილი.


გუნდები მეორე ამხანაგურ მატჩს 19 ნოემბერს "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე ჩაატარებენ.


17-წლამდე ნაკრები


საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევ ჯგუფში მეორე მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის გუნდი მასპინძელ პორტუგალიას უგოლოდ დაშორდა - 0-0.


მატჩის ყველაზე სახიფათო მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, როცა ლუკა გაგნიძემ ძელს მოარტყა ბურთი. ამგვარად, ჩვენს ნაკრებს 1 ქულა აქვს და ბოლო ტურში 19 ნოემბერს ხვდება ალბანეთს, რომელიც 0-2 დამარცხდა უკრაინასთან.


ხარატიშვილი, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გ. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, აბუაშვილი, ო. მამაგეიშვილი, უბილავა. შეცვლაზე შევიდნენ: დუნდუა, თურაზაშვილი, სიჭინავა.