საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთშია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთშია
14.11.2019
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გერმანიაში მომზადების შემდეგ საფრანგეთში ჩავიდა და ქალაქ ნანსიში დაბინავდა. სწორედ აქ გაიმართება ხვალ ევროშესარჩევი მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს მოპოვებული.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);  მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო);
ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა); თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).